უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 მაისი, 2018 16:10
font-size

მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას და მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე - ირაკლი შოთაძე

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, რომ ის არ ემალება არანაირ პასუხისმგებლობას. მისი თქმით, პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მინდა ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას და მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე.

საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ავუხსნა და ხაზი გავუსვა, რომ გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი. როგორც იცით, ეს სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვან ბრალდებულებს ეხება, შესაბამისად, კანონით დადგენილი არის შეზღუდული ვადა - 40-დღიანი ვადა და ეს გამოძიება 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც წინასწარი გამოძიება დასრულდა, ვინაიდან ვერ გაგრძელდებოდა ეს ვადა, საქმე გადაიგზავნა სასამართლოში არსებითი განხილვისთვის. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით არსებითი განხილვის შედეგებს, თუმცა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება და არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო. სწორედ იმისთვის არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო, რომ სრული მართლმასაჯულების პროცესი აღსრულდეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩეს“, - განაცხადა შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

პროკურატურამ TBC ბანკში ნაცემი მოქალაქე დაზარალებულად ცნო

19 ივნისი, 2019 , 17:35

პროკურატურამ მოქალაქე ზვიად გოგიაშვილი, რომელიც TBC ბანკის თანამშრომელმა სასტიკად სცემა, დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. „ახალგაზრდა ადვოკატები

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

19 ივნისი, 2019 , 15:40

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულის, სუსლაკის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოებები,

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა

19 ივნისი, 2019 , 14:00

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის თეიმურაზ ნაოჭაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომლებსა

„იძულებული გავხდით, მიგვეღო გადაწყვეტილება და ამ პროცესების რადიკალიზაცია“ - სამშენებლო კომპანიებს დარღვევებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

19 ივნისი, 2019 , 13:00

დედაქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს დარღვევების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამის შესახებ დღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18 ივნისი, 2019 , 15:40

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკა

2 მილიონ ლარზე მეტის მითვისების ბრალდებით მთავარი ბუღალტერი დააკავეს

18 ივნისი, 2019 , 13:25

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიები