უახლესი ამბები
- 20.01.2021 18:03დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
- 20.01.2021 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
- 20.01.2021 17:30მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
- 20.01.2021 16:35პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
- 20.01.2021 16:35ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
- 20.01.2021 16:35ახალი ბრალდებით დავაზუსტეთ `მათი ქმედების მოტივაცია` - კარტოგრაფების საქმის პროკურორი
- 20.01.2021 16:35ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
- 20.01.2021 15:40რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება
- 20.01.2021 15:40სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
- 20.01.2021 15:00ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს - კახა კალაძე
არქივი
პოლიტიკა


მე არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ მექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები - ბიძინა ივანიშვილი
აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, თავის წერილში განცხადება, რომ უბრუნდება 2011 წლამდე მდგომარეობას, შეგნებულად გააკეთა.
„აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, თუ რადგან სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გუნდის წევრებთან ურთიერთობები გაგრძელდება ყოფით დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე.
„როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება, ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვავება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრეც როგორც ვამბობდი და ისე ვაკეთებდი, დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ როგორც ვამბობ, ასე შევასრულებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
20 იანვარი, 2021 , 16:35
`გირჩი` პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან `მოქალაქეების` და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს -ალექსანდრე რაქვიაშვილი
20 იანვარი, 2021 , 15:00

ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ... გარიყვებისა და გამორიყვების არც გვეშინია და გვეცინება - ალეკო ელისაშვილი
20 იანვარი, 2021 , 14:05

უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა - ზაალ უდუმაშვილი
20 იანვარი, 2021 , 14:05

პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება - მამუკა ხაზარაძე
20 იანვარი, 2021 , 11:05

მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
19 იანვარი, 2021 , 14:40