უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ნოემბერი, 2018 17:15
font-size

მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს - ოთარ ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა საკუთარ დას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და ამისკენ საზოგადოებასაც მოუწოდა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ყველა მეთოდს, რათა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ გახდეს.

„მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. ვინც კარგად არ მიცნობს, შევახსენებ ჩემს ვინაობას: ვარ დაბადებული და გაზრდილი საფრანგეთში, პოლიტიკურ-ისტორიული ემიგრანტის ოჯახში. ახალგაზრდობიდან ვიყავი ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. 1975 წლიდან დაწყებული მხარს ვუჭერდი ქართულ ეროვნულ მოძრაობას. ამ წლების მანძილზე ვიყავი საფრანგეთის ერთ-ერთი ქართული სათვისტომოს დირექტორატის წევრი და თორმეტი წელია, რაც მისი თავმჯდომარე ვარ. რასაკვირველია, გამოვხატავ არა სათვისტომოს, არამედ ჩემს პოზიციას.

ალბათ იცით, რომ ჩემს დას სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური აზრები და ზოგიერთ საკითხში კიდევ გვაქვს, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპები, რომელსაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა. ორივესთვის ნათელია, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე, დარწმუნებული ვარ, კრემლი იყენებს ყველა საბჭოურ მეთოდს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიის ტონიც ამის კარგი მაჩვენებელია.

მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან განსხვავებული, დღევანდელი კანონმდებლობა აძლევს პრეზიდენტს, საშუალებას, რომ არ ჩაერთოს პარტიულ ბრძოლაში და ამგვარად, იყოს ყოველი ქართველის წარმომადგენელი. დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გვაძლევს იმ უნიკალურ შანსს, რომ დავასუსტოთ რუსეთის მუქარა და გავაძლიეროთ ჩვენი ერი.

სალომეს 30-წლიანი ევროპული, ფრანგული და ამერიკული გამოცდილება სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებებს და მის სამ მთავარ მიზანს: საზოგადოების გამოყვანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან, მისი დამშვიდება და გაერთიანება. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც გააადვილებს სალომეს ევროპული და ამერიკული სტრუქტურების ცოდნა და პერსონალური კავშირები, საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის გაფართოება და მათი დაბრუნების პირობების შექმნა. სალომეს ინიციატივით მიღწეული კონსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები ორმაგ მოქალაქეობაზე იძლევა ამის საშუალებას. ამ სამი მიზნის მიღწევა მოგვიტანს ძალასა და იარაღს რუსეთის საფრთხის ასაშორებლად.

მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს. ვირჩევ მის კომპეტენტურობასა და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.


ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი