უკან

საზოგადოება

3 თებერვალი, 2018 14:20
font-size

მე არანაირი კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ იმედს ვიტოვებ - მალხაზ მაჩალიკაშვილი ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე

პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე მან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. ამის შესახებ მან გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მაჩალიკაშვილის მტკიცებით, ოჯახის ადვოკატებს მხოლოდ ნაწილობრივი წვდომა აქვთ საქმის მასალებზე. მან არ გამორიცხა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

„მე ვითხოვ, რომ დაესაჯათ პირველი თანამდებობის პირიდან იმ პირამდე, ვინც მოახდინა გასროლა და ჩაიდინა ეს სისასტიკე, მე ყოველთვის ვიძახი, რომ ჩემთან სპეცოპერაცია კი არ ჩაატარეს, ტერაქტი ჩატარდა. მე და ჩემი ოჯახი 3 საათის განმავლობაში მძველად ვიყავით აყვანილი, მეორე სართულზე კი 19 წლის შვილი მომიკლეს.

მე ვითხოვდი ასევე, რომ ადვოკატებს ჰქონოდათ ყველა მასალებზე წვდომა. ჩვენ გვაქვს წვდომა ნაწილობრივად. ასევე დაზარალებულის სტატუსიც.

ასე თუ ისე, მე არანაირი კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ იმედს ვიტოვებ.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, მთელ ჩემს ძალასა და ღონეს მოვიხმარ იმისთვის, რომ თემირლანის სიმართლე დადგინდეს. რამდენადაც შევძლებ, მოვითხოვ თანამდებობის პირებთან შეხვედრასაც. ჩემი საბოლოო ბრძოლა ალბათ იმაზე გაჩერდება, რომ ევროპულ სასამართლოზე გავიტანო თემირლანის საქმე“, -თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს გუშინ შეხვდნენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა

16 თებერვალი, 2019 , 22:54

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა. ამისათვის ის სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა. „მოსული

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 20:32

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმებულია. - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ „რუსთავი2“ -თან საუბარში განაცხადა. ადვოკატი საპატრ

მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო

16 თებერვალი, 2019 , 19:25

თბილისის ღია უნივერსიტეტში მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გა

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო

16 თებერვალი, 2019 , 17:01

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფ

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეო

12 პროექტი, გაწერილი 169 მილიონი ლარი და შესრულება ნული - გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს

16 თებერვალი, 2019 , 14:00

„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი 12 პროექტი, ჯამურად 169 მილიონი ლარის ოდენობით იყო გაწერილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და შესრულება არის ნული,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი