უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 დეკემბერი, 2016 15:00
font-size

მე „ბალასტად“ ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეუარაცხყოფას აყენებენ პოლიციელის მუნდირს - გიორგი მღებრიშვილის განმარტება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მან „ბალასტ“ თანამშრომლებში ისეთი ადამიანები იგულისხმა, რომლებიც პოლიციელის მუნდირს შეურაცხყოფას აყენებენ.

ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, მის განცხადებას არასწროი ინტეპრეტცია მოჰყვა.

„მე ვიხმარე სიტყვა „ბალასტი“. გიდასტურებთ, დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეუარაცხყოფას აყენებენ პოლიციელის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას, და ასეთ ადამიანებს მე ვუწოდებ ბალასტებს. სწორედ ასეთი ადამიანებისგან იქნება გათავისუფლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც შესაძლებელია რომ იყვნენ ასეთი ადამიანები. ბუნებრივია, 40 ათასამდე თანაშრომლები გვყავს შინაგaნ საქმეთა სამინისტროში და გამორიცხული არ არის, რომ ასეთი თანამშრომლები იყვნენ. მე ბალასტში ვგულისხმობდი მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ადამიანებს“,-განაცხადა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თანამდებობებს ყველა ის თანამშრომელი, პოლიციელი შეინარჩუნებს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად თითოეული ადამიანის, ოჯახის უსაფრთხოებას იცავს.

მისი თქმით, მეტიც, ასეთი ადამიანები წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდევაც.

„თავის თანამდებობებს შეინარჩუნებენ ყველა ის თანამშრომლები, ღირსეული პოლიციელები, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავენ, თქვენი, ჩვენი, ყველას ოჯახების უსაფრთხოებას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. ასეთი თანამშრომლები არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდევაც სისტემაში“,-აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

ამირან გამყრელიძე - კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე

13 აპრილი, 2021 , 16:40

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო. მისივე თქმით, ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. გამყრ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13 აპრილი, 2021 , 13:34

2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღ

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

13 აპრილი, 2021 , 12:07

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი. „გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განს

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი, 2021 , 11:13

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა. მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

13 აპრილი, 2021 , 10:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შტოპცოვ.გე-ზ

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აპრილი, 2021 , 10:49

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში