უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივნისი, 2018 14:50
font-size

მე ჩემს როლსა და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებაში ვხედავ - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ ის , შესაძლოა, იუსტიციის მინისტრად დაინიშნოს.

ჩუგოშვილმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მის მიერ გაწეული სამსახურისთვის. ჩემთვის პატივი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან მუშაობა.

რაც შეეხება ცვლილებებს, ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან. მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანისთან. ბევრად უფრო დინამიური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა ღიად, საზოგადოების თვალწინ, სწორედ საპარლამენტო პლატფორმებზე.

თუ ჩვენ შევძლებთ და შევქმნით რეალურ, პასუხისმგებლიან, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ დისკუსიას და პროცესს პარლამენტში, შედეგებიც ხელშესახები იქნება ყველა სფეროში.

მე პირადად სწორედ ამ კრიტერიუმით ვაპირებ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლსა და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებაში ვხედავ“, - დაწერა ჩუგოშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, რაც ავტომატურად ნიშნავს მთავრობის გადადგომას.

ლაშა ჟვანიამ ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

13 სექტემბერი, 2019 , 16:55

ქალაქ იერუსალიმში, 12 სექტემბერს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლაშა ჟვანიას ისრაელის პრეზიდენტისთვის, რუვენ რივლინისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემო

სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

13 სექტემბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის და ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები

გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება - გიორგი გახარია

13 სექტემბერი, 2019 , 15:03

რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, - ამის შესახებ ს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ

13 სექტემბერი, 2019 , 14:35

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები: გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. შეხვედრის ფარგლებში “ძალა ერთობაშიას” ლიდერები გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის

შვეიცარიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას: „გთხოვთ ეს მოლოცვის წერილი მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნებად“

13 სექტემბერი, 2019 , 13:20

შვეიცარიის პრეზიდენტმა ული მაურერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შვეიცარიის პრეზიდენტი მილოცვაში ხაზს

შევუდგეთ მუშაობას. მედია მადლობა - გიორგი გახარია

13 სექტემბერი, 2019 , 12:00

ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც მისი ხელმძღვანე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს