უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ივლისი, 2017 18:00
font-size

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა დაინტერესებულია ამ საქმის გამოძიებით - აფგან მუხთარლის მეუღლე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, პროკურატურაში მას იგივე კითხვები დაუსვეს, რაზეც მან უკვე გასცა პასუხები პოლიციას. მისი შეფასებით, პროკურატურა დაინტერესებულია გამოძიების ჩატარებით.

„ჩვენ გვისვამენ ერთსა და იმავე შეკითხვებს, რაც მანამდე პოლიციამ დაგვისვა. ჩვენ მოვითხოვეთ პასუხისმგებელი პირების დასახელება, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, ვინც დაგვკითხა. საბოლოო ჯამში, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ამ საქმის გამოძიებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს მუსტაფაევამ პროკურატურაში ჩატარებული დაკითხვის შემდეგ.

მუსტაფაევას თქმით, მან სთხოვა პროკურატურას, რომ ობიექტურად ჩაატარონ გამოძიება.

„მე მათ ასევე შევახსენე, რომ პოლიცია ასე სვამდა კითხვებს, თუმცა შემდეგ არაფერი გაუკეთებიათ. მთავარი, რაც მათ ვთხოვე იყო ის, რომ გამოიძიონ თუ რატომ არის, რომ კამერები ჩვენი სახლიდან საზღვრამდე არ მუშაობდა, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი, რატომ გადაკვეთა აფგან მუხთარლიმ საზღვარი უპასპორტოდ, რატომ არ შეაჩერა ის სასაზღვრო პოლიციამ. ვთხოვე სწრაფი და ობიექტური გამოძიება ჩაატარონ. მალე დავინახავთ, აქვთ თუ არა ამისი ნება“, - განაცხადა მუსტაფაევამ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ შსს-სგან აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება 20 ივლისს გადაიბარა.

ანა მებურიშვილი

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:10

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გან

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

29 მაისი, 2020 , 14:58

20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება.   სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვი

საქართველოს საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი დაინიშნა

29 მაისი, 2020 , 14:10

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. ის ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. საკონს

სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვევით მოსახლეობის 23.7%, ქალაქში კი 16.4% ცხოვრობს

29 მაისი, 2020 , 12:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება, რაც 2004 წლიდან ხელმისაწვდომი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობაა. კერ

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

29 მაისი, 2020 , 11:47

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. როგორც „მედიანიუს

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

29 მაისი, 2020 , 11:14

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს. ტრანსპორტში სა