უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2021 20:59
font-size

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ეპოქა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

"მე ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს, მე რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი, ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი - ეს თქვენც გეხებათ, ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და აქედან გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე ცუდი საუბარი და ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება მოუწოდოს, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, მიტევებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისატევებელი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს იწყება ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან - კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, 90-იანი წლები... და კიდევ ბევრი სხვა რამ. დღესაც ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი და ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც მე ვუთხარი ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ მთელი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ჩვენ უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. იქ კი ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არის, დიდი სისხლია დაღვრილი ორივე მხრიდან და იქაც ანგარიშსწორება და სამართლებრივი მიდგომა არ იქნება მიზანშეწონილი. მე ბატონ მიხეილს ვთხოვე და მოგიწოდებთ თქვენც, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ეპოქა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმითი, რომ ჩვენი მოქმედი, ყოფილი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველამ ერთმანეთთან გამოვნახოთ საერთო ენა.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ისეთი დანაშაულებია ჩადენილი, რომელსაც ვადა არ აქვს, ვადა არ გაუვა არასდროს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა. ჩვენ ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი საერთო, საყოველთაო შერიგებაზე,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ,.

როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება - რატი ბრეგაძე

20 ოქტომბერი, 2021 , 22:58

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. მისივე თქმით, სამკუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1411 ლარი გახდა

20 ოქტომბერი, 2021 , 18:12

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1369 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნუ

ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2021 , 13:09

მინდა, ბოლომდე შემრჩეს საღი აზრი და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორედ დამეხმარება გონზე ყოფნაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის წერილ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

20 ოქტომბერი, 2021 , 13:03

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 12:32 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სი

2022 წლიდან ოჯახები თბილისში, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან - კახა კალაძე

20 ოქტომბერი, 2021 , 12:39

2022 წლიდან ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღ

პროგნოზი არ არის საიმედო - ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი, 2021 , 12:31

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, დღესდღეობით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი