უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2020 10:40
font-size

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება - ვანო მერაბიშვილი

ზუსტად 9 წელიწადი და ექვსი თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ის იბრძოლებს, რათა ეს ხელისუფლება დასრულდეს.

„ჩემს გულშემატკივარს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულმშემატკვიბრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა, გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისი თქმით, „წლის ბოლომდე, დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარი ყველა პოლიტპატიმარისთვის ფართოდ გაიღება“.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც ამ ციხეშია, და მე ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტპატიმარი“ ,- ამბობს ვანო მერაბიშვილი.

ამასთან, ვანო მერაბიშვილმა ქართველ პოლიციელებს მიმართა.

„მინდა, მივმართო ქართველ პოლიციელებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს, აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომაროება და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესის ადამიანებისთვის საქართველოსთვის მსახურობა გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის მსახური, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“ ,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 მაისში დააკავეს. მის მიმართ საერთო სასამართლოებს რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, მათ შორის, აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – ორი წელი და სამი თვე; სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – სამი წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – ოთხი წელი და ექვსი თვე; კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე – ხუთი წელი; ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – ექვსი წელი და ცხრა თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი