უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 სექტემბერი, 2018 15:15
font-size

მე კარგად ვიცი, რომ ელიტური კორუფცია ჩვენთან არ არის - მაია ცქიტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერზე

„ჩემი შეფასება ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით არის იგივე. მე კარგად ვიცი, რომ ელიტური კორუფცია ჩვენთან არ არის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდა.

ცქიტიშვილის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობა საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ.

„მოსაწყენია უკვე ამ კომენტარის გაცემა. გითხარით, ყველა კითხვასთან დაკავშირებით იქნება გამოძიება, ამ შემთხვევაში გასცემს პასუხს. რაც შეეხება, ბატონი ბიძინას ხსენებას, ქუმსიშვილის ხსენებას, ხადურის და ა.შ. ,ჯერჯერობით ჩვენ ვისმენთ უბრალოდ სხვადასხვა ადამიანის საუბარს მესამე პირში, მეათე პირში. მე პირადად არანაირი ეჭვები არ მაქვს, თუ ჩემი პოზიციას კითხულობთ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ - „რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც ისევ ფიგურირებს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი.

აღნიშნულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაში „კურიერი“ ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ საუბრობს, ირკვევა, რომ ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდა.

ამ ჩანაწერში ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან ორი ყოფილი მინისტრისთვის - ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის 3 მანქანის - მინი კუპერის, X 4-სა და X 5-ს გადაფორმებას ითხოვს.

ყიფიანი აღნიშნულ მოთხოვნას ხსნის ფინანსური ვალდებულებებით, რომლებსაც ის ვერ გაექცევა.

არ ვიცი სამინისტროში ვიქნები, თუ სახლში - თეა წულუკიანი

24 თებერვალი, 2020 , 17:15

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ იცის, საარჩევნოდ იქნება თუ არა სიაში.  „რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან მედია არ არის ორიენტირებული სიმართლეზე, ყველა მედიას არ ეხება, ბოდიშს ვ

არავის დანდობა არ იქნება - ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი, 2020 , 16:55

100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების საქმეზე დაჭერილია 55 ადამიანი, 11 არის ძებნაში, არის უამრავი ქონება უძრავი და მოძრავი დაყადაღებული, აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ფინან

ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს - ვანო მაჭავარიანი

24 თებერვალი, 2020 , 16:45

მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, გავრცელებული ინფორმაცის - 1 კოლოფი სიგარეტის ფასის 15 ლარამდე

უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დამესხა - სალომე სამადაშვილი

22 თებერვალი, 2020 , 15:55

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. „საღამოს, როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნა

როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 17:20

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, -

არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`