უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მარტი, 2018 14:10
font-size

მე ხმა მივეცი ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციას, თუმცა ვამბობდი, რომ რამე რეალური დაგვეწერა იქ - ნუკრი ქანთარია

უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, არაა გასაკვირი, რომ რუსეთი არ იღებს პასუხისმგებლობას არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივ მკვლელობაზე. დეპუტატის თქმით, აქედან გამომდინარე ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში საქართველოს უფრო რეალური მოთხოვნები უნდა დაეყენებინა.

„მე მგონი, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი არ აიღებს ამ საკითხზე პასუხისმგებლობას. ჩვენ შეიძლება ეს ვთქვათ, მაგრამ ასე ახლა, რომ მან აიღოს: „დიახ, დიახ ჩემი პასუხისმგებლობაა“- ბუნებრივია, რომ არ იტყვის ამას. ტყუილი კი არ ეწერა იმ რეზოლუციაში, მეც ხმა მივეცი, მაგრამ ვამბობდი კიდეც, რომ რაღაც ისეთი დავწეროთ იქ, რაც რეალური იქნება. თუნდაც მხოლოდ იმაზე რომ ყოფილიყო კონცენტრირება, რომ საგამოძიებო ჯგუფი დაუშვით იქ, რითი მოკვდა ეს კაცი, როგორ მოკვდა, რა მოუვიდა ეს. და აქ როდესაც ჩვენ ჩავწერეთ ყველაფერი, რაც კი გვაწუხებს ბუნებრივია, ისინი არ აიღებდნენ ამაზე პასუხისმგებლობას. პრემიერის განცხადებაშიც იყო ნათქვამი, რამაც რაღაცა ბიძგი მისცა ამ ყველაფერს და შეიძლებოდა ამის გაღრმავება და ფორმატის სხვა რეგისტრში აყვანას და მე მომხრე ვარ ფორმატის სხვა რეგისტრში აყვანის“, -თქვა ქანთარიამ.

ცნობისთვის, 21 მარტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისგან, მიიღოს ზომები, რათა ქართულ მხარეს მის უცხოელ პარტნიორებთან ერთად საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას უფლება მისცენ.

გარდა ამისა, აღნიშნული რეზოლუციით საქართველოს მთავრობას ევალება, 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია, რომელსაც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია ეწოდება.

საკვანძო სიტყვები:

ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. ,,ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თ

ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოში, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით - იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმას, რაც ბრძანა პრემიერ-მინისტრმა, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:09

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პ

გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები - გიგა ბოკერია

16 სექტემბერი, 2019 , 15:50

დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გ

„ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი აქტივობების ინიცირება - გია ვოლსკი

16 სექტემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე

ისრაელის პრესა: „სკამზე მიწებებულ“ ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს საელჩოდან წასვლა არ სურს

16 სექტემბერი, 2019 , 14:12

ისრაელის გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთი“ (14.09.2019) საქართველოში ისრაელის ელჩისთვის, შაბთაი ცურისთვის ამ თანამდებობაზე ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას უძღვნის სტატიას, სათაურით „მუდმივი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს