უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 იანვარი, 2020 15:25
font-size

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან, პროცესზე შესვლამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე მართლა გული მწყდება, კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში, ადამიანურად, როგორც ქართველი ვამბობ ამას, მისმა ამ დეგრადირებამ როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ. 2012 წლის ეს ამხელა ენთუზიაზმი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამხელა გეგმები, სად მივიდა ეს ყველაფერი. აქვს ამ ქვეყანას ამხელა რესურსი, რომ სულ ასე წრეზე ვიაროთ ? გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება. ქვეყანას სჭირდება რადიკალური ცვლილებები, ქვეყანას სისტემურად სჭირდება ქირურგიული ჩარევა და ქირურგიულ ჩარევაში ვგულისხმობ სისტემის დემონტაჟს ბიძინა ივანიშვილის თამადობით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ საპროკურორო საბჭოსთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სისტემის მანკიერება სწორედ ის არის, რომ ერთსა და იმავე თანამდებობებზე ერთსა და იმავე ადამიანებს აბრუნებენ.

„ამას შეიძლება დავარქვათ ბიძინა ივანიშვილის „კარუსელი“. ეს არის ზუსტად ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობებზე აბრუნებ ერთსა და იმავე ადამიანებს. გაიხსენეთ, ბოლო 7 წელიწადში, მგონი, 5 პრემიერ-მინისტრი გვყავდა. ვინმემ კითხვა დასვა გადასახადის გადამხდელთა ფული რომ იხარჯება, რა შედეგი მოაქვს ამ ხალხს? ამ ადამიანს ჰგონია, რომ თავისი კომპანიის დირექტორებს ცვლის და თავის აუდიტორებს. ასე არ არის! სახელმწიფო სხვანაირი სტრუქტურაა და ის სხვანაირად იმართება“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი