უახლესი ამბები
- 25.01.2021 17:05ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
- 25.01.2021 17:05გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა
- 25.01.2021 16:05პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით - იაგო ხვიჩია
- 25.01.2021 16:05მოპარული, გაყალბებული არჩევნების გაფორმება ჩვენი მონაწილეობით არ მოხდება - ნიკა მელია
- 25.01.2021 16:05გიორგი გახარიამ და ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლად გახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერეს
- 25.01.2021 16:05„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა
- 25.01.2021 15:352021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს - ეროვნული ბანკი
- 25.01.2021 15:35ავღანეთიდან ქართველი სამხედროების როტაციის პროცესი დასრულდა
- 25.01.2021 15:35პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა იქნება შესაძლებელი
- 25.01.2021 15:35ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს
არქივი
კონფლიქტის ზონა


მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, პირიქით, ზურგი შემაქციეს - გორის მერი
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები დღეს ისევ განაახლეს.
შვებულებიდან დაბრუნებული გორის მერი, კოტე თავზარაშვილი ადგილზე ჩავიდა და ოკუპანტებთან გასაუბრება სცადა.
„მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, პირიქით, ზურგი შემაქციეს. უბრალოდ, ჩემი მოწოდება ეს იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ ეს, რასაც აკეთებენ. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, მათ ამაზე პასუხი არ გამცეს. ერთი ის თქვეს, რომ ჩვენ ვასრულებთ ბრძანებასო. ამიტომ, რა ვიცი მე, მთელი დღე აქ ვიქნები, ჩემს შესაძლებლობაში რაც შედის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ასეთი უკანონობა არ მოხდეს.
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს და მომავალში აღარ იყოს, აღარ გაგრძელდეს ასეთი უკანონო ბორდერიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღებული იქნება მავთულხლართები და გათავისუფლებული იქნება ეს ტერიტორია. დარწმუნებული ვარ, მთავრობა ყველანაირ დახმარებას გაუკეთებს სამ მოსახლეს, რომელთა სახლ-კარი იქითა მხარეს დარჩა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემს შვებულებაზე საუბარი არის მეორეხარისხოვანი, მთავარია, რომ ის რვა ბიჭი დროზე გამოვიყვანოთ, რომელიც გაიტაცეს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან", - აღნიშნა გორის მერმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
18 იანვარი, 2021 , 23:20

ქართული მხრიდან დახმარებას არ განვიხილავთ - სერგეი შამბა
8 იანვარი, 2021 , 17:35
დიალოგი და კომუნიკაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან - თეა ახვლედიანი
8 იანვარი, 2021 , 14:55
ოკუპირებულ გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა
8 იანვარი, 2021 , 12:36

500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს
8 იანვარი, 2021 , 12:24
გალის რაიონში ხანძრის გამო ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა
5 იანვარი, 2021 , 12:15