უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 მაისი, 2018 11:00
font-size

მე მესმის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, რომელიც ტრადიციებს ასე მარტივად ვერ უგულებელყოფს - სილვია შტიობერი

აღმოსავლეთ საკითხებში გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ექსპერტის, სილვია შტიობერის თქმით, გერმანიაში კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები ჰუმანურ პრინციპებზე არიან დაფუძნებული და ბევრი ლტოლვილისთვის თავშესაფრად იქცნენ. ასე უპასუხა ექსპერტმა პირველი არხის გადაცემის „კვირის ინტერვიუს“ წამყვანის შეკითხვას, თუ როგორია გერმანიაში ტრადიციული ეკლესიების დამოკიდებულება ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა თუ პარტიების მიმართ და ხედავს თუ არა ის ქართულ რეალობასთან სხვაობას.

„კათოლიკური ეკლესია ძალიან ტრადიციული და კონსერვატიულია, პროტესტანტული ეკლესია კი, უფრო ლიბერალური, მაგრამ გერმანიაში ორივე ეკლესია ჰუმანურ პრინციპებზეა დაფუძნებული. ეკლესიები ბევრი ლტოლვილისთვის კონკრეტული საცხოვრებელი გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პროტესტანტული ეკლესია ამბობს, რომ ამას მიესალმება. შესაძლოა, პროტესტანტულ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის მიდგომებში განსხვავება არსებობდეს, მაგრამ გერმანიაში მოქმედი ორივე ტრადიციული ეკლესია ძალიან ჰუმანურ პრინციპებზეა დაფუძნებული და მთლიანობაში, კათოლიკური ეკლესია სხვა პოზიციაზეა, ვიდრე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია“, – განაცხადა შტიობერმა.

წამყვანის შეკითხვაზე, რას შეიძლება მივაწეროთ ის, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამგვარი მოძრაობების მიმართ უფრო სიმპატიითაა განწყობილი, ვიდრე გერმანიაში არსებული ტრადიციული ეკლესიები, სილვია შტიობერმა აღნიშნა, რომ ამის შესაფასებლად ისტორიას უნდა გადავხედოთ.

„ერთი მხრივ, ეს იყო ერთი, კათოლიკური ეკლესია, რომელსაც პროტესტანტული ეკლესია გამოეყო, მეორე მხრივ კი, როდესაც მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის გამიჯვნა მოხდა, ეს ეკლესიები სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. აქ ალბათ, საბერძნეთის როლიც არის გასათვალისწინებელი და რა თქმა უნდა, ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს. მათ შორის, ალბათ, საქართველოს მოსახლეობაში არსებობს გარკვეული არასტაბილურობის განცდა და მნიშვნელოვანია ის, თუ რა დამოკიდებულებაა მათ შორის, ევროპული ღირებულებების მიმართ.

მე მესმის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, რომელიც ტრადიციებს ასე მარტივად ვერ უგულებელყოფს და ღირებულებებს, ხედვებს ვერ შეცვლის“, – განაცხადა შტიობერმა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი