უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

12 ივლისი, 2019 13:02
font-size

მე მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ - პასკალ მენიე

გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად პარლამენტში ელჩები იმყოფებოდნენ და საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდნენ, საფრანგეთის ელჩი ეხმაურება.

პასკალ მენიე ამბობს, რომ პირადად ის პარლამენტში არ ყოფილა. მისი ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში გერმანიის ელჩი იყო, თუმცა მისივე თქმით, მან არ იცის რა დრომდე დარჩა ის პარლამენტში და შეესწრო თუ არა აქციის დარბევის პროცესს.

რაც შეეხება დარბევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და მოთხოვნას, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ელჩის თქმით, გადადგომის თუ თანამდებობაზე დარჩენის საკითხი გახარიას პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საქმეა და ამას დიპლომატიური კორპუსი ვერ უკარნახებს.

„პირადად მე არ ვყოფილვარ მაგრამ ვიცი, რომ გერმანიის ელჩი, რომელმაც დამირეკა პარლამენტში იყო. რა დრომდე ეს არ ვიცი, არ მიმიღია სატელეფონო ზარი ან შეიძლება გამომრჩა რადგან სადილზე ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად იმ საღამოს. ჩემი აზრით, გამოძიება უნდა ჩატარდეს სახალხო დამცველის ჩართულობით. რაც შეეხება მის გადადგომას ან დარჩენას, მისი პირადი პასუხისმგებლობის საქმეა. ჩემი აზრით პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ახლანდელი სიტუაცია, მაშინდელიც და შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება. მე მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. დიპლომატები აქ დასახმარებლად იმყოფებიან. ჩვენ გვინდა რომ საქართველო წარმატებული იყოს. ნამდვილად არ გვახარებს იმის ნახვა როგორაა საზოგადოება დაყოფილი. ჩემი აზრით ყველამ პატივი უნდა სცეს წესებს. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუ აზრს გვკითხავენ ვეუბნებით. მაგრამ ისინი არიან არჩეული. ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მათი ვალია ხალხის წინაშე იმოქმედონ შეგნებულად,“-განაცხადა პასკალ მენიემ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა 20 ივნისის ღამის დეტალებზე გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დარბევის ღამეს ის პარლამენტიდან ადევნებდა თვალს გარეთ განვითარებულ მოვლენებს და მასთან ერთად იმყოფებოდნენ ელჩებიც.

აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან“ - განადგურებული ქართული ტაძრები აფხაზეთში (ვიდეო)

14 ოქტომბერი, 2019 , 11:11

აფხაზეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები განადგურების პირასაა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რუსიფიკაციები გრძელდება. რუსული კომპანიების მიერ ჩატარებული უნებართვო სამუშაოების შედეგად ქრება არა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 ოქტომბერი, 2019 , 11:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 8-9 ოქტომბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის

გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

7 ოქტომბერი, 2019 , 16:55

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა. პრემიერის პრეს

ერგნეთში ტექნიკურ შეხვედრა გაიმართება

1 ოქტომბერი, 2019 , 10:20

ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, დღეს მეხუთე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო

გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

28 სექტემბერი, 2019 , 11:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის(EUMM) ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ld

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

27 სექტემბერი, 2019 , 10:15

სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები,