უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2018 17:20
font-size

მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი გამოეხმაურა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 74% მარიხუანის ლეგალიზებას არ ემხრობა.

„მოდით, ასე ვთქვათ, 74% ფიქრობს, რომ მარიხუანის მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. შემიძლია, შევუერთდე ამ 74%-ს და ალბათ, შევუერთდე 90%-ს, რომელსაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა. შემიძლია, შევუერთდე 100%-ს მოქალაქეების, ვისაც მიაჩნია, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი, ზედმეტი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი. ცუდი და კარგი ჩვევა ერთია და მე ვიზიარებ იმ ადამიანის პოზიციას, ვისაც არც ალკოჰოლის მოხმარება, არც მარიხუანის, არც ნიკოტინის არ მიაჩნია სწორად, მაგრამ ეს ერთი საკითხია, მეორე საკითხია, ამის გამო, ადამიანები რამდენად უნდა გვყავდეს ციხეში ჩასმული, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ზღვარის გავლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თავისუფალი საზოგადოება თავისუფლების ზღვარს ძალიან აფართოებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა უპასუხისმგებლობაა.

„რაც უფრო გავაფართოებთ ამ ზღვარს, მით უფრო თავისუფლები ვიქნებით. რაც უფრო მეტად მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს უფლებას, თვითონ აირჩიონ, როგორ მოიქცნენ, ცუდადაც და კარგადაც. ასე რომ, მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლობაა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ესხმიან, მარცხნიდან მარჯვნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტს თუ დავანგრევთ, ვინ დაიცავს კანონს, ყველა ინსტიტუტს თუ შევარყევთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „გირჩის“ წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

სალომე ზურაბიშვილი კარლ ჰარცელს შეხვდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს. აღნიშნულ ინფორმაცია

პარლამენტმა 14 კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

12 დეკემბერი, 2019 , 17:25

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მა

აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:10

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატს აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. აკაკი ზოიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 85-მა დეპუტატმ

ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:10

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა

ნატო ჩხეიძე: ვთქვი, გაქრა, წავიდა, დალია ჩაილურის წყალი...

12 დეკემბერი, 2019 , 17:05

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: პარლამენტი და ჩაილურის წყალი   დღეს ბოიკოტი შევწყვიტე ერთი დღით და იურიდიული კ

გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა

12 დეკემბერი, 2019 , 15:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვლადიმე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`