უახლესი ამბები
- 04.03.2021 21:18არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
- 04.03.2021 20:16საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- 04.03.2021 19:17არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
- 04.03.2021 19:00პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
- 04.03.2021 18:48დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
- 04.03.2021 18:25ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
- 04.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
- 04.03.2021 17:15იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
- 04.03.2021 17:15მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
არქივი
პოლიტიკა


მე მოსახლეობას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო, ამ ომში არ ჩაბმულიყო - გორის მერი
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადების განმარტებისას განაცხადა, რომ ის მოსახლეობას მხოლოდ რუსულ პროვოკაციაზე ესაუბრებოდა.
მისივე მტკიცებით, შეხვედრაზე ის ამბობდა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო რუსული პროვოკაცია თავიდან აეცილებინა და საომარ მოქმედებებში არ ჩართულიყო.
„მე მოსახლეობას ამას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ იყო ისეთი პროვოკაციები რუსეთიდან გამოწვეული, რომ ჩვენს მთავრობას, მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო, ეს პროვოკაციები აეცილებინა და ამ ომში არ ჩაბმულიყო, ამასთან დაკავშირებით ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც, გახსოვთ, ალბათ კონდოლიზა რაისი, მაშინდელი ელჩი მაილსი, აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ პროვოკაციები იქნებოდა და არ წამოგებოდნენ ამ პროვოკაციებს“, -თქვა გორის მერმა.
რაც შეეხება კონდოლიზა რაისზე გაკეთებულ რასისტულ კომენტარს, თავზარაშვილმა ამის გამო ბოდიში მოიხადა.
„მე ნამდვილად არ მახსოვს ასეთი რაღაცა, თუ მექანიკურად რაღაც წამომცდა, ამაზე ბოდიშს ვუხდი“, -თქვა თავზარაშვილმა.
კარალეთის დასახლებაში დევნილებთან შეხვედრაზე თავზარაშვილმა საქართველოს წინა ხელისუფლება დაადანაშაულა ცხინვალის დაბომბვაში.
აგვისტოს ომზე საუბრისას, როცა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თავზარაშვილს უთხრა, რომ აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიხეილ სააკაშვილს არწმუნებდა, არ წამოგებოდა რუსულ პროვოკაციას, გორის მერმა დაუზუსტა, რომ იმავეს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც აკეთებდა. აღნიშნულ ვიდეოში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს, თავზარაშვილი რაისს „ზანგად“ მოიხსენიებს.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 მარტი, 2021 , 20:16
არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
4 მარტი, 2021 , 19:17
პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
4 მარტი, 2021 , 19:00

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
4 მარტი, 2021 , 18:25

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
4 მარტი, 2021 , 17:15

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
4 მარტი, 2021 , 16:55