უკან

პოლიტიკა

26 სექტემბერი, 2020 18:36
font-size

მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი - შალვა ნათელაშვილი

“მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ღმერთის ნება”, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც საზოგადოებას პარტიის მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარუდგინა.

ნათელაშვილმა თქვა, რომ “ლეიბორისტული პარტიის” საარჩევნო ნომერია 10 და მაჟორიტარობის 10 კანდიდატი ჰყავს. ესენია:

1. შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი
2. ნიკა ვარდოშვილი – თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა
3. მიხეილ ქუმსიშვილი – რუსთავი
4. ალი ბადიროვი – მარნეული
5. თემურ წიკლაური – თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ბოლნისი
6. გიორგი ჩიტაური – სამცხე-ჯავახეთი
7. ბექა ნათელაშვილი – მცხეთა-მთიანეთი
8. სამსონ გუგავა – ზესტაფონი
9. დავით მამალაძე – გურია
10. ტარიელ კალანდარიშვილი – ბათუმი

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ნათელაშვილის თქმით, “ლეიბორისტულ პარტიის” სიის პირველი ნომერი ზურაბ ლომია იქნება.
“ლეიბორისტულმა პარტიამ” ქუთაისში მერობის კანდიდატად ირაკლი კიკვაძე დაასახელა, კასპში კი – ოთარ ქოსაშვილი.
ქალი კანდიდატები “ლეიბორისტულმა პარტიამ” მხოლოდ საკრებულოების არჩევნებში დაასახელა.

“გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად: ონში – მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში – თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში – თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგვცემენ ხმას”, – განაცხადა ნათელაშვილმა ქალი კანდიდატების წარდგენისას.

„ლეიბორისტების“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა შვილის, ბექა ნათელაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით: „მამა-შვილობა არაფერ შუაშია, ჩვენ პოლიტიკაში მამა-შვილი არ ვართ. მე და ბექა პოლიტიკაში ვართ თანამებრძოლები“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არსებობს მათი პარტიის მსგავსი.

„დამისახელეთ, ვინ გაძლო 25 წელი. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ხალხის ტკივილით ვცხოვრობდით. ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ისტორიასთან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

არ მივცემთ 21-ე საუკუნის ფეოდალს იმის საშუალებას, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს - ზაალ უდუმაშვილი

29 ოქტომბერი, 2020 , 18:39

ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილე

კობიაშვილი, სუბარი, ქადაგიშვილი - თუ რომელიმე ვერ მოიგებს, წავალ პოლიტიკიდან - ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია მთავარ არხს გაყალბებული მონაცემების გაშუქებაში ადანაშაულებს. საუბარია იფსოსის კვლევის შედეგებზე, რომელსაც კობახიძე არ ცნობს და მორიგ ტყუილს

მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენული და კორონა კოლაფსიდან ქვეყანა ვიხსნათ - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენ

გიორგი გახარია - არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

29 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავია

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს. კობახიძის თქმით, მათ შორის იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმო

მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად დავიცვათ წესები - გიორგი გახარია

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

როგორც ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით, ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხ