უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 თებერვალი, 2017 14:25
font-size

მე ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში, რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება - დავით ნარმანია

ქალაქში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და პოლიტიკური შოუსთვის არ მცალია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერი საკრებულოში ოთხშაბათს უნდა გამოცხადდეს.

დავით ნარმანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის თბილისის საკრებულოში მისვლას ოთხშაბათს არ გეგმავს.

მისივე თქმით, გუშინდელი დღე შედგა და ეს დღე შედგა “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის ღირსეული გამარჯვებით.

“გუშინ პოლიტიკური შოუ არ შედგა და ჩვენმა უმრავლესობამ ღირსეულად უპასუხა მათ მიერ წამოწყებულ იმ ცალკეულ ცინიკურ საკითხებს, რაზეც ჩვენ ღირსეული პასუხი გვაქვს. ქმედებები, რაც ჩვენი მხრიდან განხორციელდა თავის დროზე, იყო კანონიერი ყველა წესისა და პროცედურის დაცვით. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გაგრძელებას ცდილობენ, რომ ჩემი ძალით მისვლა მოხდეს საკრებულოში. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვერ ეღირსებიან. მე ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში, რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია გუშინ, საკრებულოს სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლასა და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე მათთვის ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა. თბილისის მერი საკრებულოში არ მივიდა.

ნინო ექვთიმიშვილი

კონგრესმენ მალინს სავარაუდოდ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს - ნავთობისა და გაზის კორპორაცია

20 იანვარი, 2020 , 15:35

ქართული მხარის დადანაშაულება არ არის სწორი და სავარაუდოდ ადგილი აქვს კონგრესმენ მალინის არასწორ ინფორმირებას ან არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველმ

ჩვენთვის სახელმძღვანელოა აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიციები - არჩილ თალაკვაძე

20 იანვარი, 2020 , 12:45

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის წერილი კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ დავას ეხება. თალაკვაძ

ივანიშვილს ქვეყნის პრემიერმინისტრობას კონსტიტუცია უკრძალავს

18 იანვარი, 2020 , 17:30

ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას კონსტიტუცია უკრძალავს. მეორედ მოსვლას ივანიშვილი იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის. კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველ

ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნიშანია - გიგა ბოკერია

17 იანვარი, 2020 , 16:31

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის მაგალითი და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ

სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა - გიორგი გახარია

17 იანვარი, 2020 , 15:25

გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

გიორგი გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე - მაინცდამაინც დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას

17 იანვარი, 2020 , 14:41

ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება. „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`