უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 აპრილი, 2017 14:35
font-size

მე პირადად დიდი ხანია კულტურის მინისტრი არ მყოლია - ლაურა რეხვიაშვილი

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი იმ კოლეგების პროტესტს იზიარებს, რომლებიც თეატრის მსახიობებისთვის ხელფასების შემცირების გამო კულტურის მინისტრს უპისპირდებიან და უწყების საქმიანობას აპროტესტებენ.

რეხვიაშვილი კულტურის სამინისტროს სახელოვნებო სფეროსთვის ფინანსების გამოყოფის სანაცვლოდ უცხოელი მომღერლების ჩამოყვანისთვის აკრიტიკებს.

როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს, კულტურის სტრატეგიას ქართული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები საკუთარ თავზე ვერ გრძნობენ.

,,ამდენი ხანია ხმა არ ამომიღია არაფერზე, ეხლა კი მინდა ერთი ორი სიტყვა მოვახსენო კულტურის სამინისტროს კულტურის მინისტრს, თორე მე პირადად დიდი ხანია კულტურის მინისტრი არ მყოლია...

ეხლახანს აღმოვაჩინე , რომ თურმე კულტურის სტრატეგია გვქონია, ეხლა მაინტერესებს ეს სტრატეგია ჩვენ გვაქვს თუ მინისტრს უჯრაში. თუ სტრატეგია გვაქვს მე რატო ვერ ვგრძნობ, ეხლა კარგი ვთქვათ მე ვერ ვგრძნობ, მაგრამ ჩემს ირგვლივ სულ ხელოვანები არიან და ისინიც ვერ გრძნობენ თურმე როგორც გავარკვიე, არადა გამიგია რომ არტისტი მგრძნობიარე არსებააო...

ეხლა სერიოზულად, ვინმეს თუ გონია რომ ბნელა? არ ბნელა! თუ არ ვლაპარაკობდით აქამდე აპრიორში სულელად ნურავინ ჩაგვთვლის. საქართველოს არანაირი სტრატეგი არა აქვს. ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ტურიზმს ანვითარებს ტირაჟიდან გასული მომღერლების ხარჯზე და მათზე იმაზე მეტს ხარჯავს ვიდრე სახელოვნებო სფეროში განათლებაზე, ეს ჩვენნაირ ქვეყანაში დანაშაულია. არ გვეყო, რომ ქათმის ბარკლებს მოვათრევთ ბრაზილიიდან, რომელიც სერიალებს ჩამოყვა თუ სერიალები ჩამოყვა ბარკლებს, უკვე აღარ ვიცი, ამერია სათვალავი. ქარხნები დავკეტეთ, წარმოება რისიც მარტივად შეგვეძლო, თუნდაც ფილმების ან სპექტაკლების, ამაზეც უარი ვთქვით და მინისტრი ნაგლად ამტკიცებს, რომ სტრატეგია გვქონია... გვქონია ოღონდ თვითონ გრძნობს მარტო, ჩვენ ვერა! იასნია თვითონ იგრძნობს აბა ჩვენ მაგ მილიონებს ვინ დაგვანახებს, რასაც მისი კომპანია იღებს სახელმწიფოსგან და რაში მეგობრებო? კონცერტებში, რომელიც დასაცინადაა გამხდარი ჩვენს საზოგადოებაში.

მინისტრს, რომელსაც ხელოვნება და შოუბიზნესი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია, და თეატრებისგან მოგებაზე გასვლას მოითხოვს, იქნება ისიც ეფიქრა, რომ შოუ ბიზნესი ეს ბიზნესია და ბიზნესი სახელმწიფო დოტაციაზე არსებობას კი არა, მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას ნიშნავს. რა მოგება მოაქვს ბატონი მინისტრის კომპანიას, რომელიც ფლაგმანია საქართველოში შოუ ბიზნესის????? ვიღაცის ბიზნესში საზოგადოებრივი ფული რატომ უნდა იხარჯებოდეს იქნება ამიხსნას ვინმემ? ფესტივალის დანიშნულება მე ძალიან კარგად ვიცი, მილიონი ფესტივალი მაქვს ნანახი, რა მიზანს ემსახურება ის ფესტივალი, რომელსაც მინისტრის კომპანია ატარებს???? განათლების ამაღლებას??? კულტურის განვითარებას? დაგვცინით მინისტრო?’’ - წერს ლაურა რეხვიაშვილი.

მსახიობის ფეისბუქ-სტატუსს კულტურის სამინისტრო საპასუხო კომენტარით გამოეხმაურა და მას კულტურის სტრატეგიის გაცნობა ურჩია.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი