უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 სექტემბერი, 2018 14:15
font-size

მე როგორც ვიცი, 5 წლის წინანდელ ჩანაწერზეა საუბარი - თამარ ჩუგოშვილი ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე (ვიდეო)

უმრავლესობის წევრი და ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია "იბერიას" საქმესთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება და რომლებშიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებენ, 5 წლის წინანდელია.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თუ საიდან იცის თამარ ჩუგოშვილმა, როდის შედგა სპორტის ყოფილ მინისტრსა და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს შორის სატელეფონო საუბარი, სადაც უჩა მამაცაშვილის ხელისუფლებასთან გარიგებაზეა საუბარი, ჩუგოშვილი ამბობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს.

"მე როგორც ვიცი, 5 წლის წინანდელ ჩანაწერზეა საუბარი და ძაან გამიჭირდება ეხლა ვისაუბრო... მე ეს ინფორმაცია მაქვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მითხრეს, რომ ეს წლების წინანდელ საუბარზეა ლაპარაკი. საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან რომ რაიმე დანაშაულის ნიშნებია, დარწმუნებული ვარ, ამას მიაქცევენ ყურადღებას, " - განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გუშინ კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან.

ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

“თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები`- სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა და "ქართულ ოცნება" "ბიძინა ივანიშვილის გოშიებად" მოიხსენია. "თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშ

წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 -მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას - რომან გოცირიძე

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

"წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 -მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას ზუსტად ისევე, როგორც 10 წელია უპატრონოდ აგდია "ლაგუნა ვერე" თბილისის ცენტრში, 15 წელი უპატრონოდაა უზარმაზარი ტერიტორ

“თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან” - რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

8 ნოემბერი, 2019 , 15:15

თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან, - ამ წარწერიანი შეკვეთით, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

წმინდა ბნელეთია - ლაშა ბაქრაძე

8 ნოემბერი, 2019 , 13:55

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე, რელიგიის და ეროვნულობის სახელით ფილმის წინააღმდეგ გალაშქრებას "წმინდა ბნელეთს" უწოდებს. განცხადება ბაქრაძემ დღეს ფილმის - "და ჩვე

„საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?!`- რომან გოცირიძე მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლას ია კერზაიას საქმეს უკავშირებს

7 ნოემბერი, 2019 , 16:00

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე  რომან გოცირიძე მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლას ია კერზაიას საქმეს უკავშირებს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, მინისტ

მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა, სისტემა კი იგივე დარჩება - ანა ნაცვლიშვილი

7 ნოემბერი, 2019 , 14:10

წავიდა და არავინ თვლის საზოგადოებას იმის ღირსად, რომ მიზეზი აუხსნან. მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა. სისტემა კი იგივე დარჩება - ჩავარდნებითა და ამ ჩავარდნების ასობით მსხვერპლით ს