პოლიტიკა
მე, შეიძლება, ბოლოჯერ მეძლევა აქ, თქვენ წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში - თეა წულუკიანი პარლამენტარებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას არ გამორიცხა, რომ ეს იყოს მისი ბოლო გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში.
„მე, შეიძლება, ბოლოჯერ მეძლევა აქ, თქვენ წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში, არ ვიცი. მინდა ყველამ კარგად გაიგოთ, მთავარი ეფექტი ამ რეფორმების იცით, რა არის? ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალი დანაყოფები, პარტიებად რომ ჩამოყალიბდნენ, დღეს საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ რეფორმების წყალობით ვეღარ ალაგებენ ისე, როგორც თითონ უნდათ – ამიტომ არიან უკამყოფილოები ამ რეფორმებით და იქნებ უმრავლესობაში ამ მიმართულებით დაიწყოთ ანალიზი“, -თქვა წულუკიანმა.