უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 ივნისი, 2019 16:00
font-size

მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი - მერაბ ქვარაია

"ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ, „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

მერაბ ქვარაიას განცხადებით, არასწორია ადამიანებს კრიმინალის იარლიყი დაუმსახურებლად მიაკერონ.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიზარდა და საკმაოდ მაღალი სტანდარტით ხდება ყველაფერი. ამიტომ, რაღაც ჩირქი მოვცხოთ ამ არჩევნებს და ვიღაცისკენ ხელი გავიშვიროთ, არ შეიძლება. ცოტა უხერხულია ჩვენი ამომრჩევლების მიმართ გამოვიჩინოთ ასეთი უპატივცემულობა, რომ ვიღაცა თავს ახვევს, კრიმინალი იქნება ის თუ ვინ იქნება. ჩვენი ამომრჩეველი მგონი არ ღებულობს ასე მარტივად გადაწყვეტილებას და საკმაოდ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით მიდის არჩევნებზე. ცოტა გაუგებარია, რომ ადამიანებს კრიმინალის იარლიყი ასე უპასუხისმგებლოდ ვესროლოთ და მივაწებოთ, ეგ არ არის სწორი, მით უფრო ბატონი ოთარისგან გამიკვირდა ნამდვილად. ნასამართლევი თუა ადამიანი, ის კრიმინალი რატომ უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ნასამართლევი უამრავი ადამიანია, მით უმეტეს, როცა თქვენი ხელისუფლება მართავდა. მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“, - განაცხადა ქვარაიამ.

ბექა ლილუაშვილი 2020 წლის ბიუჯეტზე - სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას

3 ივნისი, 2020 , 16:35

სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მცდელობას, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს - ირაკლი ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 , 13:15

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზეც ისაუბრა.

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე - თავდაცვის მინისტრი

3 ივნისი, 2020 , 12:10

"ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია" - ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რ

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა - დავით ჭიჭინაძე

2 ივნისი, 2020 , 16:50

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა და აი, ეს არის მთავარი პრობლემა, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ამასთან, დეპუტატი ოპოზიც

ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ - დავით ჭიჭინაძე

1 ივნისი, 2020 , 17:10

რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა“, - აცხადებს პ

ძალიან კარგ ადგილზე ვარ და პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს - ამირან გამყრელიძე

1 ივნისი, 2020 , 16:25

"პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში და იცით, რომ მე 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია",- ამის შესახებ დაავადებათა კონტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!