უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2018 15:55
font-size

მე ვამხელ ბაქრაძეს სიცრუეში, ის დანაშაულის ადგილას არა 50 წუთის შემდეგ, არამედ 5 წუთში მივიდა - გურამ დონაძე

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა შსს-ის პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურა) ბაქრაძე ტყუილში დაადანაშაულა. რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ბაქრაძემ გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის გასროლიდან 50 წუთში მივიდა დანაშაულის ადგილზე. დონაძის მტკიცებით კი, ის დაახლოებით 5 წუთში იყო ადგილზე.

როგორც დონაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაქრაძის ტყუილს ამხელს პროკურატურის მასალები.

„გუშინ ითქვა, რომ შემთხვევის ადგილზე გასროლიდან 50 წუთის შემდეგ მივიდა ზურაბ ბაქრაძე. მან ისიც თქვა, რომ საათ-ნახევრის განმავლობაში მიიტანეს იარაღები და ამის შემდეგ დაიდგა გაყალბებული კადრები და მასალა. მე ვამხელ ბაქრაძეს სიცრუეში და ამას ვადასტურებ პროკურატურისვე წარდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც არის სატელეფონო ანძების ამონაწერი. გასროლა მოხდა 02:22 წუთზე და სინამდვილეში ნაცვლად 50 წუთისა, ის ადგილზე მივიდა 02:28 წუთზე“, -თქვა დონაძემ.

მან დაამატა, რომ პროკურატურა გადავიდა გეგმა ”ბ”-ზე და ცდილობს მის ამოქმედებას, რათა მათთვის სასურველი ადამიანები „გამოაძვრინეს უჯრიდან”.

ზაზა (ზურა) ბაქრაძემ გადაცემაში „დღის თემა“ ჩართვისას დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ დაკავებულ პირს მან ხელყუმბარა ჩაუდო და მტკიცებეულებების გაყალბებაში იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა მან საქმეზე ბრალდებულები, შსს-ის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა.

2004 წლის ნოემბერში საპატრულო ეკიპაჟმა წერეთლის გამზირზე გააჩერა ავტომობილი, რომელშიც ისხდა ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად და აღნიშნული პირები იყვნენ შეიარაღებულები, რის გამოც პოლიციელმა ბაშალეიშვილმა გაისროლა და იმსხვერპლა ბუტა რობაქიძე. 2012 წელს განახლებული გამოძიების მიხედვით კი, აღნიშნულ პირებს იარაღი არ ჰქონდათ და ის პოლიციელებმა შემდეგ მიიტანეს შემთხვევის ადგილზე.

აგრარულ ბაზრებში მონიტორინგი მიმდინარეობს

2 აპრილი, 2020 , 17:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ. შემოწმება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრებში ყოველდღიურად მიმდინარეობს. სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კახეთში მოწყობილი ორი საკარანტინო სივრცე 62-მა მოქალაქემ დატოვა

2 აპრილი, 2020 , 15:50

კახეთის მხარეში მდებარე სასტუმრო „პარკ ჰოტელსა“ და „შატო მერეში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცეები კიდევ 62-

მოვუწოდებ კომპანიების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით და თერმოსკრინინგით - ნათია თურნავა

2 აპრილი, 2020 , 15:50

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ნახოს იმ სექტორების და დარგების ჩამონათვალი, რომლებიც საქმიანობას განაგრძობენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით და პირობებით. მათ შორის, ძალიან ბევრ

მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ - პაატა იმნაძე

2 აპრილი, 2020 , 15:50

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ. „ველოდებოდით ახალ ალგორითმს, რომელიც უ

პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან - ეკატერინე ტიკარაძე

2 აპრილი, 2020 , 15:05

ჩვენ მივიჩნევთ, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იყო მოლოდინი, რომ დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდ

კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, მათგან ხუთი გარდაიცვალა -ეკატერინე ტიკარაძე

2 აპრილი, 2020 , 15:05

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა,