უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2019 16:10
font-size

„მე ვამზადებ საფუძველს ჩემი დაჩქარებული წესით დაბრუნებისთვის საქართველოში და ბრძოლაში ჩართვისთვის“ - მიხეილ სააკაშვილი ყვარელში სკოლას ხსნის

ჩვენ ვაპირებთ ყვარელში, ახალგაზრდული სკოლის შექმნას ზაფხულში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება სკოლა, სადაც 500 - მდე ახალგაზრდას მიიწვევენ და სადაც საუბარი ექნებათ „ბრძოლის ახალ ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე“.

„ ეს იქნება, ეს ახალგაზრდების ბირთვი საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ამიტომ, ბორია, თავს ნუ შეიწუხებ იქ სუსის ხალხის ჩანერგვით, იმიტომ რომ სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ ვერ გაგვიძვრება. ეს კარგად ვისწავლე მე უკრაინაში და სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ მართლაც ახალ ბირთვს, რომელიც ძველ მებრძოლებთან ერთად შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას.

აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციების ჩასატარებლად, კულტურის მოღვაწეებს. კულტურული პროგრამა გვექნება, ერთმანეთის გაცნობის პროგრამა გვექნება, კარგად გავუმასპინძლდებით მათ იქ, ვენახებში, აუცილებლად და ეს იქნება ის სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს შემდგომში ძალიან მკვეთრი ეტაპისთვის, ჩვენი ოლიგარქის მოშორების შემდგომი მოქმედების.

ასე რომ, ახლა გაჩერების დრო ერთი წამითაც არ არის. ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ.
სხვათაშორის, ცხვარიჭამიაში 2003 წელს გვქონდა ასეთივე სკოლა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის. ამჯერად, ეს არ იქნება პარტიული სკოლა.

ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ვინც არის ნიჭიერი, ინოვაციური, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა და ვისაც უნდა შემდგომ საქართველოს მართვაში მონაწილეობის მიღება, აქ იქნება მიღებული ჩვენს სკოლაში.

მე თვითონაც ჩავერთვები დისტანციურად, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, მე ვამზადებ საფუძველს ჩემი დაჩქარებული წესით დაბრუნებისთვის საქართველოში და ბრძოლაში ჩართვისთვის.

ასე რომ, თქვენი იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა, სწორად მივდივართ, აბა თქვენ იცით , მომავალ შეხვედრამდე, სწორად მივდივართ.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი