უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 მარტი, 2018 15:55
font-size

მე ვიმოქმედებ ისე, როგორც დასჭირდება ბორჯომს - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე

დღეს, 17 საათზე ბორჯომში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ აქციას გამართავს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით. თვითონ ჩაჩანიძემ ამაზე განაცხადა, რომ შეკრებას დაელოდება.

„მე დაველოდები აქციას, გავიგებ, კონკრეტულად თუ რას ითხოვენ. მათ უნდა დაასაბუთონ, რატომ მოითხოვენ ჩემს გადგომას. მე ბორჯომის მოსახლეობის მიერ ვარ არჩეული. მე ვიმოქმედებ ისე, როგორც დასჭირდება ბორჯომს და არა ისე, როგორც უნდა ირაკლი კვირკველიას“, - განაცხადა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ჩაჩანიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ გაირკვევა, რომ საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების საკითხი წესების დარღვევით დაამტკიცა, ის ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს.

გუშინ ბორჯომის საკრებულოში რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უნდა განხილულიყო ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხი. თავდაპირველად საკითხი ჩავარდა, რადგან 26 დეპუტატიდან მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 11-მა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ხოლო 15-მა ოპოზიციონერმა საკრებულოს წევრმა არა. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ ხელფასების საკითხი დამტკიცდა.

დღეს დილიდან კი ბორჯომის საკრებულოსთან მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც შენობაში არ შეიშვა საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციონერი დეპუტატები.

ანა მებურიშვილი

კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

14 სექტემბერი, 2019 , 16:25

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაზები დაათვალიერეს და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაც

ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს - სალომე ზურაბიშვილი

14 სექტემბერი, 2019 , 16:10

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციი

ზუგდიდში ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ გამოცხადდა

14 სექტემბერი, 2019 , 10:43

ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია Facebook-ზე ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში პირველი თამაში რა? სად? როდის? ხვალ, 14 სექტემბერს დადიან

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა

13 სექტემბერი, 2019 , 15:25

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 40-მდე ღვინის საწარმომ 6 000-მდე ტონა ყურძენი გადაამუშავა. ეს არის მიმდინარე რთველის სეზონის პიკური დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი, რაც მიანიშნებს რომ რთველი კახეთში ა

ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს

12 სექტემბერი, 2019 , 15:40

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. ამის შესახებ &bdquo

კახეთში ყურძენი საწარმოებს 2 ათასმა მევენახემ ჩააბარა

12 სექტემბერი, 2019 , 13:50

12 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 23 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის 10,7 ათასი ტონა რქაწითელი, 7,5 ათასი ტონა საფერავი, 2,4 ათასი ტონა კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს