უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2017 12:35
font-size

მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან - პატრიარქი (video)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს და შექმნილ სიტუაციას არანორმალურს უწოდებს.

"მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ოი, მწუხარებაო, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე.

სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ.

მინდა, შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

ჩვენი ქვეყანა, ეკლესია და ქართველი ხალხი საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალშიც. ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება და ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ",- თქვა პატრიარქმა ვიდეომიმართვაში.

ნინო ექვთიმიშვილი


სიგარეტია ე შობელძაღლი, ტანკი ხო არაა – რას ითხოვს გოგი წულაია

14 ივლისი, 2020 , 12:07

გადადგით ნაბიჯი რომ საქართველოში რაღაცის გამოშვება მაინც დაიწყონ – ამის შესახებ პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

კორონავირუსით ინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია

14 ივლისი, 2020 , 11:41

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. “დაგვემატა ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხ

ცოტნე გამსახურდია თურქეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს

14 ივლისი, 2020 , 11:17

ცოტნე გამსახურდიას მკურნალობა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში უტარდება. ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ წერს. “ცოტნეს მკურნალობის

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება

14 ივლისი, 2020 , 10:29

13 ივლისს სახალხო დამცველი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედვე

საქართველო: კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა და 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი

14 ივლისი, 2020 , 09:50

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0614 ლარი გახდა

13 ივლისი, 2020 , 17:22

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0614 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე