უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ივნისი, 2019 15:40
font-size

მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო - დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თანამდებობიდან წასვლა მისი ინიციატივით მოხდა.

როგორც დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურას რეკომენდაცია მან გაუწია.

„ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რათა სწორად დაგეგმილიყო სწორად დანერგილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, სჯერა, რომ ჯანდაცვის სფეროში რეფორმები ასე უკეთესად განვითარდება.

„ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული, რომ მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრს და ახალ ჯანდაცვის მინისტრს, მეორე მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ ძალიან რთული სისტემის მართვას. მინდა, ხაზი გავუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და უღრმესი მადლობა მათ. 2012 წელს, როგორც კი საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ჯანდაცვა არის პრიორიტეტი, ეს თემა მოექცა საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერის ქვეშ. მინდა ხაზგასმულად მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. მათ უზარმაზარი სამუშაო გააკეთეს წლების განმავლობაში და მადლობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ეკას, ეს არ არის უბრალოდ პროტოკოლური სურვილი, ეს არის ნამდვილად გულწრფელი. თქვენს წარმატებაზე დამოკიდებული იქნება ბევრი ადამიანის კეთილდღეობა და მე მჯერა, რომ ეს ცვლილებები იქნება უკეთესი შედეგების მომტანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკატერინე ტიკარაძე დღეს დანიშნა.

კახა კუკავა: ხელისუფლებამ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის შეარჩია თავის რიგებში ყველაზე ცინიკოსები და უტაქტოები - წულუკიანი და ვოლსკი

29 იანვარი, 2020 , 11:30

ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ტაქტიკა. ჩვენი ტაქტიკა არ გულისხმობს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიყოთ კოალიციაში. ეს „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, მათ აირჩიეს კოაბიტაციის გზა, - ამის შე

მარიონეტი, ოლიგარქი ივანიშვილი მდიდრდება ქართველი ხალხის ზურგს უკან კონგრესმენი პიტ ოლსონი

29 იანვარი, 2020 , 11:30

კომპანია „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას „რესპუბლიკელმა“ კო

ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, წინა რაუნდში კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ - არჩილ თალაკვაძე

29 იანვარი, 2020 , 11:30

დღეს მიგვაჩნია, რომ უფრო დაბალანსებული სისტემა იქნება ის კომპრომისული შეთავაზება, რაც ოპოზიციასთან გვაქვს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფა

სალომე ზურაბიშვილმა 2006 წელს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ევროსასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი დასვა

29 იანვარი, 2020 , 11:30

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2006 წელს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი დასვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის

ნატო ჩხეიძე: სერიიდან - ნეტარ არიან მორწმუნენი!!!

29 იანვარი, 2020 , 11:30

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს „სერიიდან: ნეტარ არიან მორწმუნენი!!!“ „ჩვენო, მეტ ინფორმაციას მივაწოდებთ ინდივიდუალურადო და ასე ავამაღლებთ მა

„ოცნება“ ემშვიდობება ხელისუფლებას, მაგრამ ამას ყველა ხვდება „ოცნების“ გარდა - დავით ჭიჭინაძე

28 იანვარი, 2020 , 17:45

„ოცნება“ ემშვიდობება ხელისუფლებას, მაგრამ ამას ყველა ხვდება „ოცნების“ გარდა, რადგან მათ რეალობასთან შეხება არ უნდათ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`