უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 ივნისი, 2018 16:40
font-size

მე ვთვლი, რომ დათო სარალიძის შემთხვევა ჯგუფური მკვლელობაა - ნათია საყვარელიძე

ერთადერთი მიზანი, რატომაც სასამართლო პროცესებზე დავდიოდი ის იყო, რომ ზუსტად გამეგო, ნამდვილად იყო თუ არა გ.ბ. ჩემი შვილის მკვლელი, რადგან შიშიც მაქვს და ნამდვილად არ მინდა, ამხელა უბედურება ვინმეს დაბრალდეს, – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისივე თქმით, ლევან დადუნაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ იყო ბევრი მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები.

აქვე, ნათია საყვარელიძე დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევა, რომ დავით სარალიძის 12 ჭრილობიდან არტერიაში მიყენებულმა ჭრილობამ განაპირობა გარდაცვალება.

„დათო სარალიძესთან მიმართებით, როცა ამბობენ, რომ სასიკვდილო ჭრილობა კონკრეტულად არის არტერია, მე აქ არ დავეთანხმებოდი. 12 ჭრილობიდან არ შეიძლება, ერთი კონკრეტული გამოყო, არტერია ძალიან სწრაფია და იმან უბრალოდ დაასწრო, ესე იგი გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა, მარტო ის არის მკვლელი – ესეც არ მესმის. მე ვთვლი, რომ დათო სარალიძის შემთხვევა ჯგუფური მკვლელობაა. ჩემი აზრი ეს არის“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

მოკლულის დედა ვარაუდობს, რომ ვიდრე მსჯავრდებული გ.ბ. მის შვილს დანით ჭრილობას მიაყენებდა, იქამდე დავით სარალიძის წინააღმდეგაც მოქმედებდა.

„ვიდრე გ.ბ-მ ლევანთან მივიდოდა, მანამდე ჰქონდა გაშლილი დანა და მონაწილეობას იღებდა ჩხუბში“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი