უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 ნოემბერი, 2017 12:25
font-size

მებაჟე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა პირისთვის გამორჩენის და უპირატესობის მინიჭებით, წინასწარი შეთახმებით, ერთ-ერთი მოქალაქე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე გაატარა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

საკვანძო სიტყვები:

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი დავით ჭაკუას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო

3 ივლისი, 2020 , 14:45

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ქართულ მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მო

სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

3 ივლისი, 2020 , 11:30

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპა

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

3 ივლისი, 2020 , 11:30

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის

ფოთში 43 წლის მამაკაცი მოკლეს

3 ივლისი, 2020 , 00:22

ფოთში 43 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. „ჩვენს კლინიკაში „112“-ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

2 ივლისი, 2020 , 15:50

2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავად

პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცა

2 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე