უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2021 17:19
font-size

გამჭვირვალობა და კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრიორიტეტია - პაპუნა ლეჟავა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მონაწილეობა მიიღო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და „ინტერნიუს საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში - მედიატორი - მედიის როლი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგში. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების მიზანია საქართველოში ეკონომიკური მმართველობის განვითარების პროცესში მედიის ჩართულობის გაზრდა და ეკონომიკურ საკითხებზე მედიასაშუალებების მხარდაჭერა.

პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა მედიის მნიშვნელობასა და გავლენაზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, მოსახლეობის განათლებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში. მისი განცხადებით, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მედიასთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ყველა ტიპის მედიასაშუალებასთან და საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მან ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებს და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

„როგორც ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, მანდატის ფარგლებში პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ვიზრუნოთ ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე, ფასების სტაბილურობასა და ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებაზე. ამისთვის კი ქმედითი და ხშირად ხისტი გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი. ამ გზაზე წარმატებული ვერ ვიქნებით მედიის მხარდაჭერის გარეშე. გვესმის, რომ ეს რთული გზა მედიასთან პარტნიორობით უნდა გავიაროთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, გახსნილები ვიყოთ, მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია და ასევე ღია ვართ შემოთავაზებისა, დისკუსიებისა და შემხვედრი ნაბიჯებისათვის. მჯერა, რომ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი მედიის ამოცანაც ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაა“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი