მებაჟე ოფიცრებმა დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს
18 აპრილი, 2016 18:40:00

ოქროს საიუველირო ნაკეთობების დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის 2 შემთხვევა გამოავლინეს 16 აპრილს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ნ.ს.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს საერთო წონით 150,71 გრამი ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 12812,84 ლარი. 

3200,96 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით - საერთო წონით 52,09 გრამი - აღმოაჩნდა იმავე დღეს მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ფ.საც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 12812,84 ლარისა და 3200,96 ლარის ოდენობით.