უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 მაისი, 2016 14:30
font-size

მებაჟე ოფიცრებმა საიუველირი ნივთების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 38 ათას ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 237,78 გრამი საქონელი, სომხეთის მოქალაქე ა.პ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ოქროს ნაკეთობების დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის ფაქტები გამოვლინდა ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. 27 აპრილს, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე ბოდისკანერითა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო წონით 285,91 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს საქართველოს მოქალაქე ნ.თ.-ს, ხოლო 30 აპრილს, საერთო წონით 259,58 გრამი დამალული ოქროს ნაკეთობები უპოვეს აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ბ.-ს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა, შესაბამისად, 16349,57 და 16764,58 ლარი.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

27 აპრილს მსგავსი ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. ავტომობილში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ა.ს. მართავდა, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - საერთო წონით 569,05 გრამი - და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები - საერთო წონით 6499,21 გრამი - აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 37096,33 ლარი.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი