უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მარტი, 2017 16:40
font-size

მედეა ვასაძისა და გია ხუხაშვილის განცხადებები დისკრიმინაციულია აუტისტური სპექტრის მქონე პირების მიმართ - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის განცხადებით, დეპუტატ მედეა ვასაძისა და პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის კრიტიკული მოსაზრებები პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ, სადაც ნათქვამია მის „პოლიტიკურ აუტიზმზე“ კიდევ უფრო ამყარებს სტერეოტიპებს აუტისტური სპექტრის მქონე პირებზე.

ომბუდსმენის შეფასებით, აუტიზმის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ხელს უშლის შშმ პირების ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს მედეა ვასაძესა და გია ხუხაშვილს, მომავალში თავი შეიკავონ შშმ პირების სტიგმატიზაციისგან.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძისა და ექსპერტისა და პოლიტოლოგის გია ხუხაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

მედეა ვასაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არის „ კაცი რომელიც ცხოვრობს პოლიტიკურ აუტიზმში, ანუ არის აბსოლუტურად სხვა სამყაროში“. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს შეფასება მან მოისმინა ერთ-ერთი პოლიტიკოსისაგან და ვინაიდან იზიარებს აღნიშნულ შეხედულებას, კიდევ მრავალჯერ გაიმეორებს.

გია ხუხაშვილმა კი განაცხადა: „ირაკლი კობახიძის განცხადებები შემაშფოთებელია. მან საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ის პოლიტიკური აუტიზმით შეპყრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც თავის სამყაროში ცხოვრობს, დიალოგში არავისთან შედის და აქვს თავისი წარმოდგენები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან მძიმე საკომუნიკაციო ადამიანია და იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს, რომ მიჭირს, მის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული ვიყო“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების სტერეოტიპული დამოკიდებულება ძირს უთხრის აუტისტური სპექტრის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას. ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია, ვინაიდან აღნიშნული ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში მძლავრად ფესვგადგმული სოციალურ სტიგმის, სტერეოტიპების, ნეგატიური დამოკიდებულებების, მცდარი შეხედულებების გამყარებას, იწვევს საზოგადოების გაუცხოებას ამ პირთა მიმართ და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში შესაძლოა დისკრიმინაციას დაექვემდებარონ. ამასთან, საზოგადოებაში ფორმირებული სტერეოტიპული შეხედულებები სერიოზულ ფსიქოემოციურ ტრავმას აყენებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და მათ ოჯახებს.

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტისათვის გაცემულ ზოგად წინადადებაში აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული ვალდებულება, რომ საჯარო პოლიტიკურ დებატებში არ გაავრცელონ არასწორი, სტერეოტიპებზე დამყარებული განცხადებები და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედეა ვასაძესა და გია ხუხაშვილს, ასევე სხვა საჯარო პირებს, რომ მომავალში გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების სენსიტიურობა და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც დაუცველი ჯგუფებისათვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იქნება“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ