უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2016 12:40
font-size

მედიაგარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიასაშუალება სამართლებრივი მუქარის ქვეშაა - NDI

2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ანგარიშში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება მედიაგარემოს, NDI-ს შეფასებით, საქართველოში მედია რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიზებულია.

,,არჩევნების პირველი ტურისთვის პროცესის სანდოობისთვის საჭირო ძირითადი კომპონენტები უმეტესწილად არსებობდა. პლურალიზმი პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორიცაა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, დიდწილად დაცულია. მედია გარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიზირებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალება სამართლებრივი მუქარის ქვეშაა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კონკურენტული, მრავალპარტიული არჩევნები ჩვეულ ნორმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისა), დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია. თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარემო გაუარესდა და მაგალითად მოჰყავთ მათი წარმომადგენლების დაპატიმრება, ძალადობისა და სროლების შემთხვევების დაუსჯელობა და არათანაბარი პირობები. ეს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, ნაწილობრივ, ორ მთავარ პარტიას შორის არსებული განსხვავებული პერსპექტივისა და გამოცდილების მაჩვენებელია. წინასაარჩევნო გარემოზე ამ ორ პარტიას შორის მიმდინარე დაპირისპირება დომინირებდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:

ტექნიკური უნივერსიტეტეტის ეგიდით საერთაშორისო კოლოკვიუმი ჩატარდა

28 თებერვალი, 2020 , 18:09

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, 23-28 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, გაიმართა საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმი თემაზე - „ადამიანის უფლებები, როგორც ამოცანა და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის

იტალიასა და ირანთან საავტომობილო გზით ტვირთის გადაზიდვა და მგზავრების გადაყვანა შეჩერდა

28 თებერვალი, 2020 , 16:34

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის, იტალიასა და ირანთან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანები შეჩერდა. მათი განცხადებით, 27 თებერვლიდან ორი კვირის

საქართველოდან სამედიცნო პირბადის გაგზავნა ფოსტით იკრძალება - საქართველოს ფოსტა

28 თებერვალი, 2020 , 16:08

''საქართველოს ფოსტის’’ მიერ გავრცელებული განცხადებით, ნებისმიერი რაოდენიბის სამედიცნო პირბადის გაგზავნა საქართველოს ფარგლებს გარეთ ფოსტით იკრძალება. "გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართვე

იტალიიდან ჩამოსულებს ეძლევათ რჩევა, 14 დღე თვითიზოლაციაში იყვნენ

28 თებერვალი, 2020 , 15:56

იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი იტალიიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, ეძლევათ რჩევა, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ, - შეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award 2020 იწყება

28 თებერვალი, 2020 , 15:25

საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ე

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

28 თებერვალი, 2020 , 15:15

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქეს იტალიიდან ჩამოვიდა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`