უკან
საზოგადოება
6 მარტი, 2017 15:05
მედიაპლურალიზმის ძლიერი მხარდამჭერი ვარ - იან კელი
საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი, საქართველოს მედიაგარემოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. კელის თქმით, ის მედიამრავალფეროვნებას უჭერს მხარს და მის როლზე ისაუბრა დემოკრატიის განვითარების კუთხით.
„ყველამ კარგად იცით, რომ მედიაპლურალიზმის ძლიერი მხარდამჭერი ვარ. მეც მქონდა დაძაბულობა ჟურნალისტებთან, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი, ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც მოდიოდნენ ბრიფინგზე და ცდილობდნენ გულახდილი ვყოფილიყავი, მაშინ დავაფასე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედია, რომ მთავრობა იყოს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიამ ხალხის ნების შესაბამისად იმუშაოს“,- განაცხადა იან კელიმ.
ანა მებურიშვილი