უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 სექტემბერი, 2019 11:50
font-size

მედიას, ნეიტრალურ მედიაზე მაქვს ლაპარაკი, თავს ახვევენ დღის წესრიგს, რომელიც სკანდალზეა ორიენტირებული- გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს მედია, როგორც ეს მთელ მსოფლიოში ხდება, ზოგადად სკანდალზეა ორიენტირებული, რასაც ხელისუფლება იმ ძლიერი მექანიზმით უნდა დაუპირისპირდეს, რაც არის კონკრეტული საქმე.

„ვფიქრობ, რეალურად ერთადერთი ძლიერი მექანიზმი არის კონკრეტული საქმე, რომელიც უნდა გააკეთო და თითოეულ ადამიანამდე უნდა მიიტანო, თუ რამე სიკეთის გაკეთება შეგიძლია. მიწასთან გასწორებული სოფლის მეურნეობა, საერთოდ სოფელი უკვე ამოძრავდა, გაცოცხლდა, იქ მეურნეობები შეიქმნა, ექსპორტზე გადის პროდუქცია გაცილებით მეტი, ვიდრე 2012-ში. რაღაცები აღარ მინდა, ჩამოვთვალო, ბანალური გამომივა, მაგრამ რეალურად, ვფიქრობ, მაინც საქმე, ყოველდღიური საქმიანობა, თითოეული საჯარო მუშაკის მუშაობა, თუნდაც არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება იქნება ეს თუ რესპუბლიკური მასშტაბის, უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტულად ადამიანზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ და მათი გაშუქება, სამწუხაროდ, ნაკლებად ხდება, ვინაიდან დღეს მედიისთვის უფრო საინტერესოა სკანდალზე ორიენტირებული თემები.

„მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ სიცრუის ტირაჟირება ხდება. საერთოდ მედიას, ნეიტრალურ მედიაზე მაქვს ლაპარაკი, თავს ახვევენ დღის წესრიგს, რომელიც სკანდალზეა ორიენტირებული და გასაგებია, რომ უფრო მოთხოვნადია. სამწუხაროდ, ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ პროცესს ყოველდღიური საქმიანობით უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად ადამიანზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს ტელეფონით ესაუბრა

27 მაისი, 2020 , 17:46

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან

გიორგი გახარია არის ჯალათი, არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი - თინა ბოკუჩავა

27 მაისი, 2020 , 16:59

გიორგი გახარია თავმომწონედ პოზირებს, თითქოს დაავიწყდა, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზ

ნატო ჩხეიძე პრემიერს: ძნელბედობაა ბატონო გიორგი ახლა და თქვენი „წერტილები“ ჩვენს მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება

27 მაისი, 2020 , 16:05

თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარე აუცილებლად გაახსენდება ადამიანს რობერტ ბერნსის ერთი ფრაზა. ვფიქრობ, რომ ის ესადაგება თქვენი მთავრობის მუშაობას და თქვენი ნებართვით ვიტყვი: „ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნე

რუსეთის მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა ცინიკური განცხადება - საქართველოს საგარეო უწყება

27 მაისი, 2020 , 14:37

წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღის ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია ნათქვამი, რომლითაც უწყება რუსეთის საგა

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვან ლუგარის ცენტრის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება - საგარეო უწყება

27 მაისი, 2020 , 14:15

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შო

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

26 მაისი, 2020 , 20:07

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს. საკუთარი გეგმების შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, პარტია, რომელსაც ქმნის, პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენებს