უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ნოემბერი, 2016 18:40
font-size

მედიასივრცეში წამოწეული თემები რეალობასთან მიახლოებულია - გია ვოლსკი

ის თემები, რომელიც მედიასივრცეში არის წამოწეული, რეალობასთან არის მიახლოებული, თუმცა ოფიციალური განცხადების გაკეთების საფუძველი ჯერ არ გვაქვს, - ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ პოლიტიკური საბჭოს წევრი მედიაში გავრცელებულ ვერსიებს მთავრობასა და პარლამენტში თანამდებობების გადანაწილებასთან დაკავშირებით.

,,არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ იქნება მართებული დღეს, სანამ არ შედგება პოლიტსაბჭო და არ იქნება განცხადებები. ის თემები, რომელიც მედიასივრცეში არის წამოწეული რეალობასთან არის მიახლოვებული, თუმცა ოფიციალური განცხადების გაკეთების საფუძველი ჯერ არ გვაქვს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული’’, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ კაჭრეთის ,,ამბასადორში’’, სადაც მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების’’ გასვლით სამუშაო შეხვედრაზე წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრები საკუთარ გამოცდილებას აცნობენ პარტიის იმ წარმომადგენლებს, ვინც პირველად შედიან პარლამენტში.

,,დღევანდელი ფორმატი არ ითვალისწინებს საკანონმდებლო ან სამთავრობო სტრუქტურებში თანამდებობების განხილვის თემას. ახალი პარლამენტარები, პარლამენტში ახლად შემოსული პარლამენტარები გარკვეულ კითხვევს სვამენ და ინფორმაცია, ანგარიში მოისმინეს ჩემგან, ეკა ბესელიასგან, ზვიად ძიძიგურისგან, იმ ხალხისგან, ვინც ეს 4 წელი გაატარა პარლამენტში, სირთულეებზე, რეალურ პერსპექტივებზე, ჩვენ ხედვებზე’’, - აცხადებს გია ვოლსკი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

„პარტიულად ვხაზავთ 2-ს, მაჟორიტარში 5-ს“ - `ევროპულმა საქართველომ` გლდანის აქტივს ნიკა მელია წარუდგინა

13 ივლისი, 2020 , 15:21

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გლდანის აქტივს ერთიანი ოპოზიციის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ნიკა მელია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე