უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 თებერვალი, 2020 16:50
font-size

მედიაციის ინსტიტუტის შექმნა მნიშვნელოვანი მიღწევაა ბიზნესისთვის ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - მიხეილ დაუშვილი

მედიაციის კანონი და მედიატორთა ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა სსიპ „საქართველოს მედიაატორთა ასოციაციის“ პრეზენტაციაზე.

მიხეილ დაუშვილის შეფასებით ბიზნესისთვის დავების ეფექტიანად და სწრაფად გადაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ბიზნესისთვის დავების ეფექტიანად და სწრაფად გადაწყვეტა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მედიაციის სისტემის და ინფრასტრუქტურის შექმნა, აძლევს საშუალებას ბიზნესს რომ კომერციული დავა გადაწყვიტონ სწრაფად, ეფექტიანად და მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და კომერციულ დავებში გამოყენებას უწყობს ხელს. დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, როგორიცაა - მედიაცია და არბიტრაჟი - ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მედიატორთა გადამზადების პროცესში საქართველოს მთავრობას აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირი და გაერო, რაც ამაღლებს ნდობას აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ.

2020 წლის 1 იანვრიდან მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი ამოქმედდა, დღეს კი სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა.

პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით - თენგიზ ცერცვაძე

7 აპრილი, 2020 , 19:25

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს ორ-სამ კვირაში ვარაუდობს. მისი ვარაუდით, პიკის დროს ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეში 100-ს არ აღემატება. ჯამური რაო

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა

7 აპრილი, 2020 , 18:15

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 82 წლის იყო.  ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

7 აპრილი, 2020 , 17:51

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება 16 აპრილს, საფრანგეთის დროით 12:30 საათზე პარიზის შარლ

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს

7 აპრილი, 2020 , 17:35

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცე

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმებულმა პირებმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადონ

7 აპრილი, 2020 , 17:15

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადაა 30 დღე. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირს დაკისრებული ჯარიმის გაასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია. &bdquo

გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან - გიორგი გახარია

7 აპრილი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`