უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ნოემბერი, 2017 17:40
font-size

მედიაციის სახლში აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე შეხვედრა გაიმართა

აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში, მედიაციის სახლს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ბელგიელი ექსპერტი ივო ერცენი ესტუმრნენ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სტუმრებმა მედიაციის სახლი დაათვალიერეს, ასევე, გაეცნენ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგებსა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა და განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი დაესწრნენ.

ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს მათი ხედვა პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით და მოისმინეს ივო ერცენის რეკომენდაციები. საუბარი ასევე შეეხო განრიდების პროგრამების ფარგლებში განმეორებითი დანაშაულის დათვლის მეთოდოლოგიას, ამ მიმართულებით კვლევის ევროპულ გამოცდილებას, განრიდების და სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამების მონიტორინგის მექანიზმებს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად იწყებს მუშაობას განრიდების პროგრამების მონიტორინგის არსებული მექანიზმის რეფორმირებისა და უფრო ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებაზე.

ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ივო ერცენი თბილისს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მოწვევით სტუმრობს. ბელგიელი ექსპერტი აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებსა და ვიქტიმოლოგიაში ევროპელი მკვლევარია. ევროკავშირის მხარდაჭერით იგი 2014-2015 წლებში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ და ქართველ ექსპერტებთან ერთად მუშაობდა მომავალი მედიატორებისათვის სერტიფიცირებული კურსის შექმნაში. 2016 წლიდან „სისხლის სამართლის სფეროში მედიატორის“ პროფესიის დაუფლება შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული სასერტიფიკაციო კურსის გავლის შემდეგ, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრშია ხელმისაწვდომი. ამჯერად, პროფესორი ერცენი საქართველოს აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში სტუმრობს. ბელგიელი ექსპერტი ქართველ კოლეგებთან ერთად სისხლის სამართალში ზრდასრულთა მედიაციის გაფართოების საკითხებზე იმსჯელებს.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს. პროგრამაში 2300-ზე მეტი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ჩაერთო. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში პირველად აღინიშნება.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი