უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 იანვარი, 2019 15:00
font-size

მედიკამენტ „ტამიფლუს“ ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს

პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ არამარტო რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის გაიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებას გააცნო.

ახალი ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გარდა, მედიკამენტის გაცემის პროცესში ჩაერთვებიან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში მუშაობენ. ექიმს საშუალება ექნება, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, თავად გასცეს მედიკამენტი.

პროცესში ჩართვის შეთავაზება გაუკეთდებათ სააფთიაქო ქსელებსაც. მარაგები, რომლებიც მათ კომერციული რეალიზაციისთვის შეიძინეს (3000 კოლოფი) სამინისტრო გამოისყიდის არა კომერციულ, არამედ მათ შესასყიდ ფასად. აფთიაქებიდან მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ, ფორმა 100-ის ან რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

ამ დრომდე, „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემოდა რისკ-ჯგუფის პაციენტებისათვის, ექიმის დანიშნულების (ფორმა N100) საფუძველზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან.

რისკ-ჯგუფში შედიან: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ონკოლოგიური პაციენტები, ბავშვები.

წელს საქართველოს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

25 მარტი, 2019 , 11:56

2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთელი წლის განმავლობაში იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობა გაიმართება, მათ შორის: ლექციების სერია, კონკურსები, შემეცნებითი გამოფენები, კ

სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

25 მარტი, 2019 , 10:15

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას აპროტესტებენ. ისი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

25 მარტი, 2019 , 10:15

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 სა

განახლდა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მთის მოსახლეობასთან - ლაშა ჩხარტიშვილი

23 მარტი, 2019 , 20:34

ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს. პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსა

ვინ აიძულებს ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარებას - სანდრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 16:26

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე წერს, რომელიც შესთავაზა ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს. “გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ !!! 2 კვირის წინ ამერიკის სახელმწიფო დე

„ნუ ჩამაბეტონებ!` - დიდ დიღომში მოსახლეობამ აქცია გამართა

23 მარტი, 2019 , 14:57

„ნუ ჩამაბეტონებ!" - ამ მოთხოვნით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოსახლეობამ აქცია გამართა და საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, შპს აკა დე