უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
მედვედევს ცხინვალში აპლოდისმენტებით დახვდნენ 08.08.2012 18:55

რუსეთის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს ცხინვალში აპლოდისმენტებით დახვდნენ, _იუწყება რუსული მედია.

,,რია ნოვოსტის” ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვიზიტი დაგეგმილი არ იყო, მედვედევს ცხინვალში ასობით ადამიანი დახვდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი დარწმუნებულია, რომ 8 აგვისტოს მათი ქვეყნისათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს ცხინვალში სწორედ ამ დღეს ვიზიტისთვის.

,,ოთხი წლის წინ, 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთს მოწინააღმდეგის დიდი ძალა დაატყდა თავს. არავინ იცის რამხელმა იქნებოდა მსხვერპლი იმ შემთხვევაში, თუ თავის დროზე არ აიძულებდნენ მტერს მშვიდობას,”-აღნიშნა თიბილოვმა.

მედვედევის განცხადებით, 8 აგვისტო რუსი ხალხისათვისაც მნიშვნელოვანი დღეა.

,,ოთხი წლის წინ ბარბაროსული აგრესიის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ და რუსეთს მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, რათა დახმარებოდა სამხრეთ ოსეთს და წინააღმდეგობა გაეწია აგრესორისთვის,”-აღნიშნა მედვედევმა.