უკან

კომენტარი

7 დეკემბერი, 2016 15:20
font-size

მეგის ქარდავას დეიდაშვილი მემუქრება - ლელა ქებურია

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლელა ქებურიას განცხადებით, მის მიერ მუქარის შემცველი შეტყობინების გასაჯაროების მიზანი არ ყოფილა, რომ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლის დევნა ახორციელოს.

ამის შესახებ ქებურიამ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა.

მისი თქმით, ამაზე ხმამაღლა საუბრის მიზანი არის ის, რომ პარტიაში იმ ადამიანების ადგილი არ არის, ვისაც ჰგონია, რომ მანიპულაციებით მოახდენენ ადამიანებზე ზეწოლას.

„ამის გასაჯაროების მიზანი არ ყოფილა ის, რომ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლის დევნა ვახორციელო. ეს უკვე სხვა უწყებების საქმეა. მე უბრალოდ მინდოდა გამოვხმაურებოდი იმ პოლიტიკურ სიბინძურეს, რომელიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს სამეგრელოს დეპუტაციის მიმართ დიდი ხანია და ეს არის ამ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ მსგავსი მანიპულაციებით შეუძლიათ ადამიანებზე ზეწოლა განახორციელონ, მათ ჩვენს პარტიაში ადგილი არ აქვთ“, - განაცხადა ქებურიამ.

მისი თქმით, შეტყობინება მიიღო, რომელშიც მეგის ქარდავას დეიდაშვილი ნიკა ლოგუა მას ემუქრება.

როგორც ლოგუა წერს, დრო აჩვენებს, თუ ვინ გაიმარჯვებს პარტიაში მიხეილ სააკაშვილი თუ გიგა ბოკერია, და შემდეგ ლელა ქებურიას პასუხი ექნება გასაცემი.

მონიკა დავლიანიძე

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ - თამარ ჩუგოშვილი

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრ

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პიკეტები და აქციები გაგრძელდება-გიგი უგულავა

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უცვლელია და აქციები, პიკეტები გაგრძელდება. ,,ჩვენი სამოქმედო გეგმა არ იცვლება. პიკეტები, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მო

მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ. "დღეს ვნახე ლევან ახვლედიანის კომენტარი, რომ პოლიტიკური ინტერესები

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი

6 დეკემბერი, 2019 , 16:40

არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა, – ამის შესახე

უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ - მამუკა მდინარაძე

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე, გამოეხმაურა. "ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის

გონი არ მოეკითხება ივანიშვილს - გიგი უგულავა

6 დეკემბერი, 2019 , 15:20

ქუთაისის მერიასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. მანამდე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კიკვიძის სკვერშ შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`