უკან

რეგიონები

15 მარტი, 2019 13:10
font-size

მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა

23 მარტი, 2019 , 13:40

ბათუმის მერიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ქალაქ ბათუმის მერს ლა

ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

23 მარტი, 2019 , 13:40

აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ. The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების Snow-Forecast.

ფაროსანასთან ბრძოლისას ფუტკრის დაცვის ღონისძიებები მეფუტკრეების ჩართულობით განხორციელდება

23 მარტი, 2019 , 12:50

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში ფუტკრის მოვლისა და დაცვის საკითხები განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მეფუტკრე ფერმერებთან გამართულ შეხვე

ლენტეხში მთავრობის წარმომადგენლები საჯარო განხილვის ჩასატარებლად არ შეუშვეს

22 მარტი, 2019 , 14:22

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაანონსებულ შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ „რუსთვი2“ იტყობინება. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინის

ბათუმი ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლებს

22 მარტი, 2019 , 13:14

31 მარტს, ბათუმი ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანია ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგის, კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალე

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

22 მარტი, 2019 , 11:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზი