საზოგადოება

მეხანძრეებს ადგილზე მისვლისას ხანძრის ორი კერა დახვდათ - თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი
თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძარის შედეგად მთლიანობაში დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა ყირიმელმა.
„ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთლიანობაში დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 30 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩა“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.
მისივე თქმით, მეხანძრეებს ადგილზე მისვლისას ხანძრის ორი კერა დახვდათ.
„მეხანძრეების მოსვლისას ღია ცეცხლი იყო. ხანძრის კერა მესამე სართულზე და ასევე, სარდაფში იყო. დეტალებს გამოძიება დაადგენს. რისგან და რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი, ამ ყველაფერზე პასუხს გამოძიება იტყვის“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45