უკან
კომენტარი
7 ნოემბერი, 2017 17:45
მეხუთე მოწვევის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება იყო ძალიან სწორად მიღებული - გიორგი ტყემალაძე
თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა.
გამართული ბოლო სხდომის შემდეგ, დეპუტატებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
როგორც მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ აღნიშა, მეხუთე მოწვევის საკრებულომ ყველა გადაწყვეტილება სწორად მიიღო.
მისი თქმით, მომდევნო საკრებულო დაანონსებულ პროგრამებზე ორმაგი ძალებით იმუშავებს.
„საკრებულო ძალიან გამართულად მუშაობდა და ჩვენ ახალ პრიორიტეტებზე და დაანოსნებულ პროგრამებზე ვიმუშავებთ გაორმაგებული ძალებით. ყველა გადაწყვეტილება იყო ძალიან სწორად მიღებული. ოპონენტების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში იყო მოვლენების პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაყვანა, თუმცა, ჩვენ ყველა გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ მივიღეთ“,-აღნიშნა ტყემალაძემ.
მონიკა დავლიანიძე