უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
მსოფლიო
მელბურნში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევარმა ქუჩაში გამვლელებს დაესხა თავს - 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა
ავტსრალიის ქალაქ მელბურნში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. თავდასხმამდე მამაკაცმა საკუთარ მანქანას ცეცხლი წაუკიდა.
თავდასხმელი ლიკვიდირებულია. მამაკაცი იდენტიფიცირებულია, ის 30 წლის წარმოშობით სომალელი ჰასან ხალიფ შაირ ალია.
მოგვიანებით პოლიციამ აღმოაჩინა, რომ თავდასმელს გაზის რამდენიმე ცილინდრი ჰქონდა ავტომობილში.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, წინა წელს მისი ძმა ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, ალის არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“, თუმცა მამაკაცი შთაგონებული იყო დაჯგუფების მოძღვრებით, რომლის საფუძველზეც მოქმედებდა.
ავსტრალიის სამართალდამცველმა უწყებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.