უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ივნისი, 2018 11:55
font-size

მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარამდე თანხას შეადგენს - მეტროს მემანქანეები კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებენ

თბილისის მერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მეტროს თანამშრომლები გაფიცვით მოქალაქეებს აშანტაჟებენ, მეტროს მემანქანეები პასუხობენ.

მათი განცხადებით, თბილისის მერი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს მათი შრომის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით.

მემანქანეები ირწმუნებიან, რომ მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარამდე თანხას შეადგენს.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით, ჩვენ ყოველ წუთს და ყოველ წამს მზად ვართ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზეც წავიდეთ. არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნას.

ყოველთვის ვითხოვდით, რომ ხელფასიდან დანამატის თანხა გამონახული ყოფილიყო, შეეზღუდათ თავისთვის დანამატები, პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო ხელფასის გაზრდა. ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400 დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე,“-ამბობს მეტროს გაფიცული მემანქანე ნუგზარ გაგუა.

მეტროს თანამშრომლების განცხადებით, ისინი ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

„ვითხოვთ ხელფასის იმ ნიშნულზე დაყენებას რაც იყო 2013 წელს, მოხდა ინფლაცია გაუფასურება და ეს არ არის ხელფასის მატება“,-აცხადებს მეტროს თანამშრომელი ხათუნა ჩიტიაშვილი.

როსტომ ჩხეიძე: ერთი ყალბისმქნელები შეიცვალნენ მეორე ყალბისმქნელებით

25 მაისი, 2019 , 22:58

მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს: „მთელი საბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გვაზეიმეს 25 თებერვალს, ნაცვლად 26 მაისისა. მთელი პოსტსაბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდე

ნიკა გვარამიამ ნიჟარაძის მხარეს `რუსთავი2`-ის საგადასახადო დავალიანების დაფარვის პოლიტიკა გააცნო

25 მაისი, 2019 , 20:18

„რუსთავი2“ -ის ოფისში მიმდინარე პარტნიორთა კრება, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის - ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრებაზე 3 საკითხი განიხილაეს, მათ შორის, ნიჟა

`რუსთავი2`-მა აუდიტორულ კომპანიასთან კომუნიკაციის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა განსაზღვრა

25 მაისი, 2019 , 20:05

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ოფისში პარტნიორთა კრება გაიმართა. მომდევნო შეხვედრა 29 ივნისს შედგება. რუსთავი2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანიის ფინანსური დოკ

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აუქციონის გზით წილების გასხვისების ინიციატივა განიხილეს

25 მაისი, 2019 , 19:49

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი საკანონმდებლო წინადადებით, იურიდიული პირის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსა და კომანდიტური საზოგადოების წილებზე საკუთრების უფლების შეძენა, შესაძლოა, მხოლოდ აუქ

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

25 მაისი, 2019 , 18:03

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა. მატარებელმა წვიმის დროს დიდუბის სადგურზე გამოიარა. მეტროს ახალმა მოდერნიზებულმა ვაგონებმა წვიმას ვერ გაუძლო და წყალი ჩამოვიდა. კურიერის ინფორმაციით, ვაგონში წყალი ყველა მხრიდან ჩამოვ

თბილისში სეტყვაა მოსალოდნელი - ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი

25 მაისი, 2019 , 17:25

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ცნობით, თბილისში მოსალოდნელია სეტყვა. ამის შესახებ ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე არის აღნიშნული. ამასთან, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმ