უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივლისი, 2017 13:00
font-size

მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უსმენენ

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. სწორედ პლენუმის შემდეგ გადაწყდება, გააუქმებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს თუ სარჩელზე არსებით განხილვას დაიწყებს.

უკვე მეორე დღეა, რაც გრძელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის მოსმენა. როგორც მან საზოგადოებრივს განუცხადა, კანონმდებლობა აძლევს გარანტიებს, რომ ინსპექტორმა კანონიერად შეამოწმოს და დაამუშაოს მონაცემები.

„კანონმდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც ელექტრონული საშუალებებით, ასევე ინსპექტორის სტანდარტული, ტრადიციული ფუნქციით, მონაცემთა დამუშავების კანონიერი შემოწმებით ან ინსპექტირებით შევამოწმოთ როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი მხარე, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების დაცვით. ამ თვალსაზრისით რაიმე დაბრკოლება რომ შეგვქმნოდა, ასეთი პრეცედენტი აქამდე არ არსებობდა და ამისი სამართლებრივი გარანტიები კანონშივეა ჩადებული“, - განაცხადა ქალდანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, პერსონალური დაცვის ინსპექტორის საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ აბონენტის გამორთვით, რათა დაიწყოს მოსმენა.

„პერსონალური დაცვის ინსპექტორი მხოლოდ იღებს სასამართლოს განჩინებას ელექტრონულად მოსმენის დაწყებასთან დაკავშირებით. მას აქვს შესაძლებლობა, მხოლოდ გამორთოს აბონენტი მას შემდეგ, რაც მოსმენა დაიწყება. რეალურად, რეაქტიულად მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და არა პროაქტიულად, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კონტროლის მექანიზმები არის გაუარესებული და კვლავ არსებობს ის საფრთხეები, რაც აქამდე იყო“, -განაცხადა გოცირიძემ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი