უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2020 17:45
font-size

მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.8 მლრდ აშშ დოლარი (57.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 111.5 პროცენტია.
„2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 202.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 199.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 33.2 მლნ აშშ დოლარით და 370.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.3 მლრდ აშშ დოლარი (25.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 49.2 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.2 მლრდ აშშ დოლარი (18.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 36.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 447.6 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 782.8 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 893.9 მლნ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.5 მლრდ აშშ დოლარი (13.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.9 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.9 მლრდ აშშ დოლარი (33.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.6 მლრდ აშშ დოლარია (14.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.5 პროცენტია.

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო - 74.9 ათასი აშშ დოლარით. 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 447.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აქედან, 198.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე